"ნაპოლი" "რეალთან" დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „რეალთან“ 2:4 დამარცხდა.

ეს რაღაც ფანტასტიკა გახლდათ - ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის კერპი გუნდის, „რეალის“ წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“.

სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი დი ლორენცომ სიმეონეს მიაწოდა და მან ლუნინის კარი დალაშქრა. თუმცა როდრიგომ მალე ანგარიში გაათანაბრა, ბელინგემმა კი მადრიდელები წინ გაიყვანა. მარცხენა მცველების, ოლივეირას და მარიო რუის არყოფნაში ხვიჩას ჟუან ჟეზუსი სათანადო დახმარებას ვერ უწევდა. ქართველი მაინც გაექცა მცველებს, კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთს ალაბა გადაეღობა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

შესვენების მერე მწვრთნელმა მაცარიმ სიმეონე ოსიმენით შეცვალა, ხოლო ანგისამ თანაფარდობა აღადგინა. ცოტა ხანში ნეაპოლელებს შანსი მიეცათ - ხვიჩამ სწრაფი კონტრშეტევისას პასი კარის წინ ნიგერიელს გაუკეთა, რომელსაც ბურთი ვალვერდემ ჩაუჭრა. თამაში კიდევ უფრო სანახობრივი გახდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, შანსი „კვარამ“ ვერ გამოიყენა, შეცვლაზე შესულმა ხოსელუმაც. ტრავმირებული ზელინსკის ნაცვლად მოედანზე ელმასი შევიდა, „ნაპოლი“ ინიციატივას დაეუფლა, ოსიმენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. თუმცა მალე მადრიდელები ისევ გააქტიურდნენ, მეკარე მერეტმა გატანა რიუდიგერს და ბელინგემს არ დაანება, 19 წლის პასის შორიდან გასროლილს კი ვერ გაუმკლავდა. კომპენსირებულ დროში ხოსელუმაც დაამწუხრა და "ნაპოლიმ" მარცხი განიცადა.

პარალელური შეხვედრა "ბრაგასა" და "უნიონს" შორის 1:1 დასრულდა. „ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ნაპოლი 4:2
გოლები: 0:1 სიმეონე (90), 1:1 როდრიგო (11), 2:1 ბელინგემი (22), 2:2 ანგისა (47), 3:2 პასი (84), 4:2 ხოსელუ (90+4)

მკითხველის კომენტარები / 59 /
თითქოს სისწრაფე და სისხარტე აკლია კვარას. ჩემის აზრით, კვარას ნაირ გარემარბს გუნდისგან განსხვავაებით, სხვანაირი ინდივიდუალური ვარჯიშები ჭირდება. ერთი დრიბლინგი ვერ განახორციელა გუშინ, რაც ძალიან გასაკვირია ამხელა ტალანტისგან. ზედმეტად გუნდურად თამაშობს და თავისთავზე არ/ან/ვერ იღებს თამაშს. ამ ლობოტკაზე რომ ამბობენ მეორე ინიესტააო, ვაფშე არ მომწონს. მოედნის ცენტრში ბურთს რომ მიიღებს ჯერ უკან უნდა შემობრუნდეს და მერე 1 სთ. უნდა იფიქროს როგორ გაანაწილოს ბურთი. ეგ მარტო საჯარიმოდან ბურთის ამოტანაში ვარგა. ხვიჩას თამაშები რომ მახსოვს რუბინში, ბათუმში და წინა სეზონის პირველ ნახევაში, დრიბლინგები, გამწვავებები....ეხლა ერთი მაგარი დრიბლინგი სანატრელი გაგვიხდა..... წარმატებები კვარა!!!
1
კვარაცხელიას აღნიშვნა ძალიან გამაღიზიანებელია იმიტომც გაუშვეს ერთ წუთში გოლი გაბრაზდნენ რეალის ქართველი ფანები
ჟორა
17:17 30-11-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული