"არ გავრისკავთ" - ისმაელმა ჩაკვეტაძის შესახებ გააკეთა კომენტარი

AutoSharing Option
"უოტფორდის" მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა 2 დეკემბერს სტუმრად "ჰალთან" ჩასატარებელი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ გააკეთა კომენტარი.

ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მხოლოდ მცველი ჯერემი ნგაკია და ჩაკვეტაძე არიან ტრავმირებული, ქართველს საზარდულის პრობლემა აქვს, არ უნდა გარისკონ და ის ვარჯიშს მომავალ კვირაში დაიწყებს.

29 ნოემბერს "უოტფორდმა" ჩაკვეტაძის გარეშე "ნორვიჩი" სახლში 3:2 დაამარცხა (თავიდან 0:2-ს აგებდა) და 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-13 ადგილზეა. გიორგიმ ამ სეზონში ჩემპიონშიფის 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მანამდე ხომ თავს იკლავდი გარისკვებით და მისი ძირითადში დაყენებით.DDDDD
ეეე
22:33 01-12-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული