ცნობილი ხდება, როდის დაუბრუნდება მოედანს გიორგი ჩაკვეტაძე

AutoSharing Option
Geo Team-ი ავრცელებს ინფორმაციას, თუ რამდენი ხანი გაუცდება გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც "ნორვიჩთან" შეხვედრა საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა დაზიანება სანაკრებო მატჩისას, ესპანეთის წინააღმდეგ მიიღო, კლუბში ჩატარებული თამაშის შემდეგ კი ვარჯიში ტკივილის გამო ვეღარ შეძლო. სამედიცინო დასკვნამ საზარდულის კუნთის ანთება აჩვენა.

Geo Team-ის ინფორმაციით, დაზიანება სერიოზული არაა და "უოტფორდის" ქართველი შემტევი ვარჯიშს კვირის ბოლომდე განაახლებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მალე გამოჯანრმთელება გიოს ამ ბიჭის იმედი უნდა ქონდეს ქვეყანას წარმატებები გიო კარგო ადამიანო
გოჩა
14:42 30-11-2023
0
მე მგონი ჩაკვემ დააგროვა გამოცდილება ტრამვებთან დაკავშირებით.წარმატებები მას რთულ საფეხბურთო გზაზე,ბევრჯერ გაეხარებინოს სამშობლო თავის მეგობრებთან ერთად.
ილია
16:29 29-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული