"ფორმაში ვარ და ძირითადში თამაშს ვიმსახურებ" - ზივზივაძემ მწვრთნელს შეტყობინება გაუგზავნა

AutoSharing Option
"ნიურნბერგთან" მოგებულ მატჩში (4:1) "კარლსრუეს" თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა და დუბლი შეასრულა, შემდეგ კი განაცხადა, რომ აღარ სურს იყოს ჯოკერი, თამაშის სასტარტოდან დაწყება უნდა. მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ქართველი არც გუშინ დააყენა "ჰანზასთან" ძირითად შემადგენლობაში, შეცვლაზე შეუშვა, მან ისევ გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა - 2.2.

ka-news.de აღნიშნავს, რომ აიხნერმა ცვლილებებით თამაშში გარდატეხა მოახდინა, ჯოკერმა ზივზივაძემ კვლავ გაიტანა და კვლავ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. თავად გუნდის თავკაცმა განაცხადა, რომ შეცვლაზე შესულებმა იმედები გაუმართლეს და მათ ნდობას მეტად გამოუცხადებს.

ბუდუმ
თქვა, რომ კარგ ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ძირითადიდან თამაშის დაწყება უფრო ადვილია და ამას იმსახურებს. მოკლედ,  შეტყობინება გაუგზავნა აიხნერს.

8 დეკემბერს "კარლსრუე" სტუმრად "ჰანოვერს" დაუპირისპირდება და ვნახოთ, დააყენებენ თუ არა ზივზივაძეს სასტარტოში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მიდი ბუდუ, მიაწექი!
წარმატებები!
არიან ხალხი, ვისაც შენი სჯერა, მაგრამ შეხედე, ვიღაცამ მინუსიც კი დაგიწერა!
არაუშავს, ახალკაცი 8 წელი იყო სფფ-ის პრეზიდენტი და დინამომ ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო, კობიც ასევე მერვე წელია და საქართველო იმედია გავა ეეთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე!
ლაშა
18:27 04-12-2023
16
ჯერ ავსტრია და გერმანია გაარჩიე და მერე წერე.D
zura22
23:09 04-12-2023
4

სიახლეები პოპულარული