"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია

AutoSharing Option
გუშინ, 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის პირველ ტაიმში "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "ბებერი ქალბატონების" მეკარესთან ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ქართველმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

გამოუყენებელი მომენტის გამო, "კვარა" იტალიურმა მედიამ კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

"შჩესნითან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მოულოდნელად გოლის გატანა ვერ მოახერხა, ამ ეპიზოდის შემდეგ ფსიქოლოგიურად წნეხს ვერ გაუძლო, ამაზე ცუდ მატჩს ფიზიკურად ვერ ჩაატარებდა" - Eurosport-ი.

"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო, მას თითქმის არაფერი გამოსდის, მისი დრიბლინი გაუჩინარდა, შესანიშნავი
შანსი გაანიავა" - La Gazzetta dello Sport-ი

"სენსაციური შეცდომა დაუშვა, არადა, ოსიმენმა შოკოლადი მიართვა. ზედმეტად ბევრი იფიქრა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. "კვარას" გაფუჭებული მომენტის გამო, "ნაპოლიმ" მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა" - Tuttonapoli.

"ხვიჩამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ოსიმენმა ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა" - Sportmediaset-ი.

"გარდა გამოუყენებელი საგოლე მომენტისა, რომელიც ამ შეხვედრაში საუკეთესო შანსი გახლდათ, იმედგაცრუების გამო, ყვითელი ბარათიც მიიღო, ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა" - Football Italia

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

alt"გეტყვით, კვარაცხელიას რატომ უჭირს" - რა თქვა მაცარიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

alt"პრობლემა კვარაში უფროა თუ "ნაპოლიში?" - მერაბ მეტრეველი

alt"მოედანზე ყველაზე ცუდი იყო, საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 43 /
ეჰ მიხიჩა,მოხიჩა...
cheroeli
09 დეკემბერი 2023 16:47
2
..ზედმეტად ბევრი იფიქრა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.. სხვა დროს კიდევ ჩქარობს და არასწორ გადაწყვეტილებბეს იღებს ანუ კლასი არ აქვს ჯერ
სებო
09 დეკემბერი 2023 16:46
5
ანუ ჯერ ნოლ კლასშია?
სკარო
10 დეკემბერი 2023 00:34
3
ყველაფერი დალაგდება, დროა საჭირო. ყველაფერთან ერთად გონიერიცაა ჩვენი ხვიჩუკა. ყველაფერი წინა გაქვს ხვიჩა, ძალიან დიდი გზა ფეხბურთში.
გიორგი
09 დეკემბერი 2023 16:24
3
ამ ბიჭს დახმარება ჭირდება. ხვიჩა გულს ნუ გაიტეხ ემოციებს არ აყვე ხდება ფეხბურთელის კარიერაში ასეთი იმედგაცრუებები უბრალოდ არ უნდა დანებდე არ უნდა გატყდე ფსიქო/მორალურად არ უნდა შეეგუო ამ მძიმე პერიოდს საკკუბო ცხოვრებაში. პრობლემა მაშინ იმარჯვებს ადამიანზე რომელიც ეგუება ამ მოცემულობას. უბრალოდ რჩევა ის იქნება არ უნდა იფიქროს ამ "გამაზულ" მომენტზე და ზოგადად რთულ საკლუბო სტარტზე სერია აში და განაგრძოს ვარჯიში საფინიშო დარტყმაზე მთელი საათებით და როცა მოედანზე გადის ყოველგვარი მღელვარების გარეშე მიუდგეს თითეულ მატჩს. ემოციებზე აყოლა რეცეპტია რეგრესის და ეს უნდა გამოასწოროს სირცხვილი არა არის აიყვანოს ვინმე გამცდილი ფსიქოლოგი ამას ყველა ჰაი კლასის სპორცმენი მიმართავს. ნუ ნაპოლი თუ არ გადაეწყო 3-5-2 ტაქტიკაზე ვფიქრობ ამ შემადგენლობით გუნდი სერია აში გაიხვრიტება და ოდენ მეხუთე მექვსე ადგილებისთვის გაიბრძოლოს. ფაქტია გუნდი კრიტიკულ დეფიციტს განიცდის საშუალო ლეველის ფეხბურთელების ამ დაცვასა და ცენტრალურ ნახევარდაცვაში რაც გუნდის ხერხემალია ფეხბურთში აქ კი ნაპოლოს ბალასტტა მთელი არმადა ყავს გამწესებული. სამ მცველიანი ტაქტიკა კი ასეთუ ისე ავსებს ამ უზარმაზარ ხვრელებს დაცვაში და გუნდი პრახადნოი დვერი არარის ცენტრალურ ზინაში მეტოქეთა მასირებული კონტრშეტევისა თუ პოზიციური იერიშების მოტანის დროს.
Charley
09 დეკემბერი 2023 16:05
3
ხვიჩა ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია მსოფლიოში, მაგრამ სამი ტიპი უარყოფით როლს თამაშობს მის ცხოვრებაში. სამწუხაროდ, მეTikTokეს კი არა, სურიკოსა და ჯუღაევსაც კი ვერ მოიცილებს.
ქ. გ.
09 დეკემბერი 2023 15:46
15
სლუცკიმ სურიკო რუბინიდან როტორში გააგდო. მიხვდა, რომ უარყოფით გავლენას ქხდენდა ხვიჩაზე.
ქ. გ.
09 დეკემბერი 2023 15:42
8
ფუი, როგორ მეზიზღებიან, ასეთი ვითომ: ქომაგები, ფანები და ვაი გულშემატკივრები? რომლებიც ფეხბურთელს ცაში აიყვანენ და მერე თუ თამაშები არ გამოსდის მიწაზე ანარცხებენ, დამისახელეთ ერთი ფეხბურთელი მთელ დედამიწის ზურგზზე, ვისაც ჩავარდნა არ ქონია? თვით ფეხბურთის ლეგენდასაც, ლეო მესისაც და უამრავ ლეგენდებსაც ქონია ცუდი დღეები. დაანებეთ ხვიჩაზე ზეწოლას, ეს უფრო ცუდ შედეგს გამოიღებს, ეხლა ჭირდება ჩვენს ხვიჩას გამხნევება და შეძახება! ხვიჩა შენს გვერდით ვართ ნამდვილი გულშემატკივრები! ყველაფერი წინ გაქვს!!!!!!
ხვიჩა გვჯერა შენი!
09 დეკემბერი 2023 14:59
21
ამხნევე
სებო
09 დეკემბერი 2023 16:47
7
ვის რად უნდა შენი გვერდში დგომა,ტელევიზორიდან უყურებთ თამაშს ჩამოსულიყავით მადრიდში ან ნაპოლში ყოველ თამაშზე დაესწარით..წერთ აქ უპოვრები რაღაცას…
!!
09 დეკემბერი 2023 15:40
25
იტალიელებზე უსამართლო და ბოღმიანი გულშემატკივარი სხვა არ მახსენდება: დაივიწყეს ყველაფერი თვით ნეაპოლში და მარადონას დაუნგრიეს კარიერა 1990 ნახევარფინალის მერე, თვით რობერტო ბაჯო გაწირეს 1994 ფინალში პენალტის აცილების გამო, მიუხედავად იმისა რომ მან მიიყვანა ფინალამდე და კარიერაც გაუფუჭეს ბოლომდე. ნაპოლის კრიზისის სიმბოლო ვინც არის იმის დაწერას როგორ გაბედავენ, კვარა კი წავა სხვა ვუნდში და ვნახოთ რა ვარსკვლავებს მოწყვეტს ნაპოლი.
???
09 დეკემბერი 2023 14:53
16
თუ მაინცდამაინც სიმბოლოს ეძებენ, კრიზისის სიმბოლოც მანდვე ჰყავთ და წუწურაქობის უსტაბაშიც...
დდდ
09 დეკემბერი 2023 14:35
9
100%
სოსო
09 დეკემბერი 2023 15:18
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული