"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია

AutoSharing Option
გუშინ, 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის პირველ ტაიმში "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "ბებერი ქალბატონების" მეკარესთან ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ქართველმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

გამოუყენებელი მომენტის გამო, "კვარა" იტალიურმა მედიამ კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

"შჩესნითან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მოულოდნელად გოლის გატანა ვერ მოახერხა, ამ ეპიზოდის შემდეგ ფსიქოლოგიურად წნეხს ვერ გაუძლო, ამაზე ცუდ მატჩს ფიზიკურად ვერ ჩაატარებდა" - Eurosport-ი.

"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო, მას თითქმის არაფერი გამოსდის, მისი დრიბლინი გაუჩინარდა, შესანიშნავი
შანსი გაანიავა" - La Gazzetta dello Sport-ი

"სენსაციური შეცდომა დაუშვა, არადა, ოსიმენმა შოკოლადი მიართვა. ზედმეტად ბევრი იფიქრა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. "კვარას" გაფუჭებული მომენტის გამო, "ნაპოლიმ" მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა" - Tuttonapoli.

"ხვიჩამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ოსიმენმა ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა" - Sportmediaset-ი.

"გარდა გამოუყენებელი საგოლე მომენტისა, რომელიც ამ შეხვედრაში საუკეთესო შანსი გახლდათ, იმედგაცრუების გამო, ყვითელი ბარათიც მიიღო, ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა" - Football Italia

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

alt"გეტყვით, კვარაცხელიას რატომ უჭირს" - რა თქვა მაცარიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

alt"პრობლემა კვარაში უფროა თუ "ნაპოლიში?" - მერაბ მეტრეველი

alt"მოედანზე ყველაზე ცუდი იყო, საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 43 /
თუ მაინცდამაინც სიმბოლოს ეძებენ, კრიზისის სიმბოლოც მანდვე ჰყავთ და წუწურაქობის უსტაბაშიც...
დდდ
09 დეკემბერი 2023 14:35
9
100%
სოსო
09 დეკემბერი 2023 15:18
4
ზედმედ პასუხისმგებლობას ვკიდებთ ამ ბიჭს. კი დღეისათვის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია, ნიჭიერია, ბევრს სჯობია იტალიაშიც და სხვაგან, მაგრამ არც მესია და არც მარადონა. ბოლო პერიოდში როგორც იქცევა სწორედ იმის მაჩვენებელია რომ დაიჯერა თავისი გამორჩეულობა.
ახლა ჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, რომ ეს მომენტი გადალახოს, დაწყნარდეს და თავისი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს. ამისათვის ან თვითონ უნდა შინაგანად ძლიერი, ან გარემოცვა მიეხმაროს ან ორივე ერთად....
gogi
09 დეკემბერი 2023 23:13
2
წელიწადნახევარია ამის შოკოლად-პასებს ანიავებს მთელი ნაპოლი და ამას ერთ შემთხვევაზე ნახეთ რა ცოდვები აკიდეს, თურმე ნაპოლი ევროპის ტოპ-გუნდი იყო და ხვიჩამ გააფარჩაკა. ვაი თქვენს პატრონს! იმას რატომ არავინ წერს, რომ უსამართლობაა ყველაზე მკაცრად აკრიტიკო ის, ვისაც ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს. რამდენსაც უხდიან, იმდენს თამაშობს და მორჩა! ეს ხელფასი არ ღირს ტრავმის რისკად! ხვიჩა მაქიდან მაქიდან მალე წავა მართლა ტოპ-გუნდში, ნაპოლი კი კიდევ 30 წელიწადს (მინიმუმ) ვერ გახდება ჩემპიონი!
ქომაგი
09 დეკემბერი 2023 17:19
9
ეგ სად წაიკითხე, რომ ხვიჩამ ნაპოლი გააფარჩაკა?? ასევე რა იცი რამდენი წლის შემდეგ გახდება ჩემპიონი?
დავით 67
09 დეკემბერი 2023 19:15
9
ბიჭმა ერთ წელიწადში თუ რამე ჯილდო არსებობდა, მგონი ყველაფერი მოიგო და გუნდი ჩემპიონი გახადა. გადამწყვეტი გოლები და საგოლე მომენტები ხვიჩას შექმნილი იყო თითქმის ყველა. და ამ ახვარმა სიმბოლურადაც არ გაუზარდა ანაზღაურება. მოტივაცია მოუკლეს ბიჭს და ახლა "კრიტიკის ქარცეცხლში" ატარებენ. თქვენი ...
ზაზა
09 დეკემბერი 2023 17:40
17
ხვიჩა თუ გექნება საშვალება რომ წახვიდე ნაპოლიდან არც დაფიქრდე ))) ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ხარ მთელ ნაპოლში ყველაზე დაბალ ხელფას გიხდიან და აგრეთვე ყველაზე მეტს თხოულობენ შენგან )))
hii
09 დეკემბერი 2023 17:12
9
თუ მხოლოდ იმ მომენტზე ვიმსჯელებთ,ხვიჩამ ბურთი ზომაზე მეტად გაიგდო წინ,მეკარე ძალიან მიუახლოვდა და თავზე ბურთის გადაგდების ნაცვლად,იძულებული გახდა,მოსწრებაზე დაერტყა ბურთი.სხვაგან დავწერე და დისლაიქები არ დაიშურეს,მაგრამ აქაც გავიმეორებ:ვისაც კარგ ხელფასს უხდიან,პასუხიც მას მოსთხოვონ.პასუხისმგებლობა,ანაზღაურების პროპორციულია.ყველგან ასეა და ხვიჩაა მხოლოდ,ვინც მუქთაზე უნდა იმუშაოს,ყველამ სხვადასხვა ბრუნვაში აბრუნოს და ნერვები რატომ ეშლებაო,კიდევ იქით უსაყვედუროს?მთელ ნაპოლის,მასზე უკეთესი ხელფასი აქვს.ესე იგი,მასზე უკეთეს ფეხბურთელებადაც ითვლებიან და დაე მათ ითამაშონ,უკეთესად.მილიონს უხდიან,და 2 მილიონისას თამაშობს.მაგაზეც მადლობა უთხრან.დე ლავრენტისი,მეტს არ იმსახურებს.ვინც ფიქრობს,რომ ხვიჩამ, ამ ხელფასზე,მთელ გუნდზე უკეთესად უნდა ითამაშოს,მათ ჩემთან სამუშაოდ დავუძახებ.ვენახის ძირები მაქვს გამოსაბარი და დღეში,5 ლარს გადავუხდი.თუ ორპირს გადააბრუნებს,ქებას, დიდებას და მადლობას არ მოვაკლებ.ვინც თანახმაა,გამომეხმაურეთ.აბა?!ვინ არის,მოტივირებული!
სოსო
09 დეკემბერი 2023 20:45
10
უცნაური კომენტარია. რა შუაშია აქ ხელფასი? შარშან უფრო ნაკლები ჰქონდა, მაგრამ დაფრინავდა. მისი რეგრესი თითქოს აუხსნელია, მაგრამ არა ხელფასის გამო. ან ეს რა ლოგიკაა ვინც მეტ ხელფასს ღებულობს ის უკეთეს ფეხბურთელად ითვლება. და ვინ თვლის მასე? ერთიდაიგივე პროფესიის ადამიანს მაგალითად იურისტს, შეიძლება უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის უკეთესია პროფესიაში. რაც შეეხება ხვიჩას, ძლიერ რეგრესი განიცდის, არამარტო ამ გაფუჭებული მომენტის გამო. ყველა ამას ვხედავთ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც რა თქმა უნდა ხედავენ, მაგრამ არ უნდათ აღიარება. ჩემთვის გასაგებია ასეთი ფენომენი, ერთხელ თუ რამე სთქვა ან რამე არასწორი გააკეთა, მთელ ცხოვრებას სიჯიუტეში გაატარებს, ოღონდ არ გადათქვას. სიჯიუტე კიდევ სიშტერის ( უტვინობის) გამოვლინებაა. სამწუხაროდ ბევრია ასეთი ხალხი ჩვენში. ისეთები ვისაც ბოდიშის მოხდა უტყდებათ ან რამე არასწორად თუ გააკეთა, არასოდეს აღიარებს, ამოჩემებაც ავადმყოფური ვნებაა, ვიღაცის გაგონილზე ჭორების შექმნა და ა.შ.
დავით 67
09 დეკემბერი 2023 23:09
4
ანუ მეტი ხელფასი რომ ჰქონოდა გაიტანდა? დაბალი ხელფასის გამო არ გაიტანა?
K
10 დეკემბერი 2023 00:11
4
ყველა გამოხმაურება
ერთ რამეს ვერ ვიგებ თქვენგან.ჩავარდნა ნებისმიერ ადამიანს აქვს ნებისმიერ სფეროში,რაც ისევ თავდაუზოგავი შრომით არის გამოსწორებადი.როცა ამდენი ხნის მანძილზე გრძელდება ეს აშკარად შენშია პრობლემა.,რაც ან ვინმემ უნდა მიგითითოს ან შენ უნდა მიხვდე.რაც შეეხება დაუფასებლობას,მეტი რა უნდა დაგაფასონ ერთ წელიწადში ყველანაირ პრიზზე წარადგინეს,ხელფასი მომიმატონ და მერე ავთამაშებდი ,ბოლო ბოლო დაგსვავენ სკამზე ან დაგაბრუნებენ საიდანაც ჩამოხვედი.ამხელა აღიარება მარადონას არ ქონია თავის დროზე ასე მოკლე ხანში.მეტი მუშაობა საკუთარ თავზე და ნაკლები ხელების გაშლა და შედეგიც დადგება
გიორგი
09 დეკემბერი 2023 18:09
2
მე კიდევ ვფიქრობ, რომ საკუთარ თავზე მეტმა მუშაობამ და ათასნაირმა სქემებმა ქნა ის, რომ ხვიჩა ფეხბურთს ვეღარ თამაშობს, ხვიჩა პროსტა მოედანზე შრომობს, მუშაობს! ეს კი არის ის რასაც ხედავთ! ხვჩამ ფეხბურთი უნდა ითამაშოს!
aburjga
09 დეკემბერი 2023 18:47
6
იტალიელებზე უსამართლო და ბოღმიანი გულშემატკივარი სხვა არ მახსენდება: დაივიწყეს ყველაფერი თვით ნეაპოლში და მარადონას დაუნგრიეს კარიერა 1990 ნახევარფინალის მერე, თვით რობერტო ბაჯო გაწირეს 1994 ფინალში პენალტის აცილების გამო, მიუხედავად იმისა რომ მან მიიყვანა ფინალამდე და კარიერაც გაუფუჭეს ბოლომდე. ნაპოლის კრიზისის სიმბოლო ვინც არის იმის დაწერას როგორ გაბედავენ, კვარა კი წავა სხვა ვუნდში და ვნახოთ რა ვარსკვლავებს მოწყვეტს ნაპოლი.
???
09 დეკემბერი 2023 14:53
16
ისევ წარსულით ცხოვრება, ისევ ძველი ამბების გახსენება. ზოგის კომენტარი სადღეგრძელოს მაგონებს ტკბილი მოგონებების. აწმყო და მომავალზე არავინ აკომენტარებთ ( ყველას არ ვგულისხმობ) ვერ ხედავთ რომ ბიჭი ვეღარ თამაშობს? ძალიანაც მინდა რომ ისევ ისეთი იყოს, როგორც წინა სეზონში, მაგრამ არ არის ისეთი და თავს რატომ იტყუებთ? ვისაც არ უნდა კრიტიკის მოსმენა, გაიძახიან ნიჭიერი არისო, თითქოს ვინმე უარყოფდეს. ნიჭს შრომა და გამოყენება უნდა. ვნახოთ იქნებ ათამაშდეს, ძალიან გაუგრძელდა ეს ჩავარდნა. ის რომ მისი თამაში შეისწავლეს ეს აბსურდია. კარში ვერ ურტყამს ზუსტად, თანაც აგვიანებს დარტყმას, დრიბლინგებს ერიდება. რაღაც ხდება მის თავს. ცოლი და ოჯახიც არაფერ შუაშია მგონია. მოკლედ რეალურ მიზეზს მე ვერ ვხედავ თუ რატომ არაფერი გამოსდის. ჯადო და შელოცვებისგან მე პირადად შორსა ვარ.
დავით 67
09 დეკემბერი 2023 19:12
3
ფუი, როგორ მეზიზღებიან, ასეთი ვითომ: ქომაგები, ფანები და ვაი გულშემატკივრები? რომლებიც ფეხბურთელს ცაში აიყვანენ და მერე თუ თამაშები არ გამოსდის მიწაზე ანარცხებენ, დამისახელეთ ერთი ფეხბურთელი მთელ დედამიწის ზურგზზე, ვისაც ჩავარდნა არ ქონია? თვით ფეხბურთის ლეგენდასაც, ლეო მესისაც და უამრავ ლეგენდებსაც ქონია ცუდი დღეები. დაანებეთ ხვიჩაზე ზეწოლას, ეს უფრო ცუდ შედეგს გამოიღებს, ეხლა ჭირდება ჩვენს ხვიჩას გამხნევება და შეძახება! ხვიჩა შენს გვერდით ვართ ნამდვილი გულშემატკივრები! ყველაფერი წინ გაქვს!!!!!!
ხვიჩა გვჯერა შენი!
09 დეკემბერი 2023 14:59
21
ამხნევე
სებო
09 დეკემბერი 2023 16:47
7
ვის რად უნდა შენი გვერდში დგომა,ტელევიზორიდან უყურებთ თამაშს ჩამოსულიყავით მადრიდში ან ნაპოლში ყოველ თამაშზე დაესწარით..წერთ აქ უპოვრები რაღაცას…
!!
09 დეკემბერი 2023 15:40
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული