"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია

AutoSharing Option
გუშინ, 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის პირველ ტაიმში "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "ბებერი ქალბატონების" მეკარესთან ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ქართველმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

გამოუყენებელი მომენტის გამო, "კვარა" იტალიურმა მედიამ კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

"შჩესნითან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მოულოდნელად გოლის გატანა ვერ მოახერხა, ამ ეპიზოდის შემდეგ ფსიქოლოგიურად წნეხს ვერ გაუძლო, ამაზე ცუდ მატჩს ფიზიკურად ვერ ჩაატარებდა" - Eurosport-ი.

"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო, მას თითქმის არაფერი გამოსდის, მისი დრიბლინი გაუჩინარდა, შესანიშნავი
შანსი გაანიავა" - La Gazzetta dello Sport-ი

"სენსაციური შეცდომა დაუშვა, არადა, ოსიმენმა შოკოლადი მიართვა. ზედმეტად ბევრი იფიქრა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. "კვარას" გაფუჭებული მომენტის გამო, "ნაპოლიმ" მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა" - Tuttonapoli.

"ხვიჩამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ოსიმენმა ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა" - Sportmediaset-ი.

"გარდა გამოუყენებელი საგოლე მომენტისა, რომელიც ამ შეხვედრაში საუკეთესო შანსი გახლდათ, იმედგაცრუების გამო, ყვითელი ბარათიც მიიღო, ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა" - Football Italia

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

alt"გეტყვით, კვარაცხელიას რატომ უჭირს" - რა თქვა მაცარიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

alt"პრობლემა კვარაში უფროა თუ "ნაპოლიში?" - მერაბ მეტრეველი

alt"მოედანზე ყველაზე ცუდი იყო, საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 43 /
თუ მაინცდამაინც სიმბოლოს ეძებენ, კრიზისის სიმბოლოც მანდვე ჰყავთ და წუწურაქობის უსტაბაშიც...
დდდ
14:35 09-12-2023
9
ზედმედ პასუხისმგებლობას ვკიდებთ ამ ბიჭს. კი დღეისათვის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია, ნიჭიერია, ბევრს სჯობია იტალიაშიც და სხვაგან, მაგრამ არც მესია და არც მარადონა. ბოლო პერიოდში როგორც იქცევა სწორედ იმის მაჩვენებელია რომ დაიჯერა თავისი გამორჩეულობა.
ახლა ჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, რომ ეს მომენტი გადალახოს, დაწყნარდეს და თავისი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს. ამისათვის ან თვითონ უნდა შინაგანად ძლიერი, ან გარემოცვა მიეხმაროს ან ორივე ერთად....
gogi
23:13 09-12-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული