კვარაცხელიამ შესაძლოა, "ნაპოლისთვის" უმნიშვნელოვანესი მატჩი გამოტოვოს

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 13 დეკემბერს გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, სადაც "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "ბრაგას" უმასპინძლებს, შესაძლოა, გამოტოვოს.

მოგეხსენებათ, ქართველმა გუშინ გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა, რადგან მას მსუბუქი გრიპი აქვს. ჯერჯერობით ეს ამბავი მხოლოდ ვარაუდის დონეზეა, მაგრამ ჩვენს იტალიელ კოლეგებს თუ დავუჯერებთ, არსებობს რისკი, რომ ჩვენებურმა "პარტენოპეის" დახმარება ვერ შეძლოს.

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" "ბრაგასთან" ფრეც აწყობს და მერვედფინალში გავა, წაგების შემთხვევაში კი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 32 /
მიკვირს და მაშფოთებს ის ხალხი ვინც შეურაცყოფას აყენებს ხვიჩას.კრიტიკა შეიძლება,მაგრამ შეურაცხყოფა რა პონტია.რა დაგიშავათ ასეთი. სირცხვილია ბოლო ბოლო. ფეხბურთია მაღალი დონის,ხან მოიგებს ხან წააგებს.რა გიკვირთ. გუნდია ასეთი და რა უნდა ქნას? კმარა, სინდის ნამუსიც კარგი საქონელია.
ჯუჯი
14:12 11-12-2023
8
აბა ახლა რა შეთქმულების თეორიას დადებს ფანტაზიორი ერი.
თურმე კარს რომ ააცილა მაგიტო არ ათამაშებენ?
რო დაბრუნდება სათადარიგოზე დასვამენ და ბოლონიაში გაანათხოვრებენ?
მომეშველეთ,არ მახსენდება მეტი სიბრძნე აქ წაკითხული:დ
ავად გახდომის და გრიპის გარდა, რაც ოფიციალურად დაიწერა, ახლ ყველაფერს ივარაუდებენ.
ეს რა საჯიჯგნი ჩაუგდეს ერს კვარას სახით.
სამი წელია ეგ ბიჭი ჩვენს თვალწინ იზრდება ყალიბდება, გოლებს იტანს, სკუდეტოს იგებს, ხან ვერ იტანს, ხან პენალს აცილებს, ხან ერთი ერთზე მაზავს და ხან იუვე და ლივერპულთან დებს კარიერის მატჩებს. ამასობაში ნაკრებშ 15 გოლი დაუგროვდა და როგორც ნებისმიერი მსოფლიო დონის ფეხბურთელს, მასაც აქვს მაგარი, ძაან მაგარი ან უგოლო თამაშები.
დამისახელეთ ვინაა თქვენი საყვარელი ფეხბურთელი და მაშინვე დაგიდებთ მისი აცილებული და გამაზული მომენტების ვიდეოს.
არ წაიღეს ტვინი? ნეტა ამ რესურსს სხვა რამეს ახარჯავდეთ, რასაც კვარაზე უაზრო წერას ახარჯავთ.
Spain
12:26 11-12-2023
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული