მაცარი: ოსიმენი და კვარაცხელია ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სახლში 2:0 მოუგო "ბრაგას" და მერვედფინალში გავიდა. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ისაუბრა.

მაცარი აშკარად კმაყოფილი იყო და თქვა, რომ კომპაქტურად ითამაშეს, მეტოქეს სივრცეები არ დაუტოვეს, სამოქმედო არეალი შეუზღუდეს, აქედან გამომდინარე, სახიფათო კონტრიერიშების განხორციელების საშუალება ნაკლებად მისცეს, სამუშაოდ მეტი დრო ექნება, მომავალში უკეთ ითამაშებენ და 16 დეკემბერს "კალიარისთან" მძიმე შეხვედრას ელის.

მაცარის კითხვა დაუსვეს - "ოსიმენი და "კვარა". პირველმა გოლი გაიტანა, მეორემ კი თამაში გააუმჯობესა?" ნეაპოლური გუნდის თავკაცმა მოკლე პასუხი
გასცა: "ისინი ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან. დღეს გახარებული ვარ, რადგან პროგრესი დავინახე".

მომზადებულია tuttonapoli-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩა, ნუ უსმენ ამ ლუზერებს. ხან ამბობენ დრიბლინგს მოუკლოო და ახლა ამბობენ ბრაგასთან ზედმეტად დრიბლინგობდაო? ბოლბოოლო ჩამოყალიბდით, ლუზერიტოებო. ხვიჩა, შვილო, ერთ რამეს დავაკვირდი. შენი პასები ყოველთვის მოულოდნელი და მწვავეა, მაგრამ ხანდახან დარტყმა სუსტია და პარტნიორამდე ვერ აღწევს. ამას უნდა გამოსწორება. ცოტა ძლიერი პასი მიზნამდე მიაღწევს.
გიორგი
13 დეკემბერი 2023 14:08
2
მაცარიმ კვარა რომ არ შეცვალა, ამით მიანიშნა ყველას, რომ ხვიჩა ნაპოლისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია.
ბმბ
13 დეკემბერი 2023 14:05
1
ვინც თამაშს თავიდან ბოლომდე უყურეთ მითხარით რა არ მოგეწონათ კვარასი. პირველი გოლი ქაოსის შედეგად გავიდა, მეორე ხვიჩას ჭკვიანური პასის შემდეგ. ის ერთი მომენტი მეკარემ რომ აუღო, მართალია მთლად კარგად ვერ დაარტყა მაგრამ ეს რომელ დიდი ფეხბურთელს არ მოსვლია. იყო კიდევ ერთი მომენტი, როდესაც მშვენივრად დაარტყა მაგრამ საჯარიმოში უაზროდ მოხეტიალე რასპადორის მოხვდა. მითხარით რომელმა ითამაშა ხვიჩაზე უკეთესად. უბრალოდ კვარამ ისე მიაჩვია პუბლიკა მაგარ თამაშს რომ მისგან სულ ფანტასტიკურ თამაშს ელიან. ბოლოს კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ კვარა ჯერ არ არის საუკეთესო ფორმაში და იმედია მალე ხვიჩა კვლავ გააოცებს ფეხბურთის ფანებს თავისი ბრწყინვალე თამაშით. ხვიჩა იცოდე შვილო არავის არ უსმინო ვინც არასამართლიანად გაკრიტიკებს. იცოდე მთელი ერი ელოდება შენგან კარგ და უმაღლესი ფეხბურთის ჩვენებას. მეტი ვარჯიში და კიდევ უფრო მეტი ჟინი მამაშვილურად გთხოვ. მოედანზე არ იფიქრო გოლს გაიტან თუ არა, ითამაშე მთელი მონდომებით და მიიღე სიამოვნება ფეხბურთის თამაშით. მთელ ერს უყვარხარ შვილო და ეიმედები. ღმერთმა ხელი მოგიმართოს და გბარავდეს ყოველივე ცუდისგან.
ლექსო
13 დეკემბერი 2023 11:09
2
მეორე გოლი გავიდა ოსიმენზე კარგი პასის და ოსიმენის სწრაფი რეაგირების ხარჯზე. კვარამ მანდ განსაკუთრებული არაფერი გააკეთა. სამაგირეოდ ბევრჯერ დაკარგა ბურთი, არაერთი უაზრო ფინტების გამო. და ასევე ხშირად პასებსაც აფუჭებდა. რასპადორი საჯარიმოში უაზროდ არ ხეტიალობდა (მისი მოვალეობაა) უბრალოდ ბურთს რომ არტყამ, თავიც უნდა აწიო და ისე დაუმიზნო. მე არ ვაკრიტიკებ კვარას, რაც შეუძლიე იმას აკეთებს..ურბალოდ, არც ეს ფანატიზმია საჭირო
ლექსოს
13 დეკემბერი 2023 13:34
8
რა გახარებული? ბრაგა რომ 19-ჯერ დაგირტყამს.. წადი, თავი დაისაჯე.
რე
13 დეკემბერი 2023 09:48
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული