მამარდაშვილი ონანას შემცვლელად სახელდება - "იუნაიტედის" ახალ თანამფლობელს "ოლდ ტრაფორდზე" ქართველი მეკარე სურს

AutoSharing Option
Teamtalk-ი წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მეკარის პოზიციაზე გაძლიერდება და ეს გუნდის ახალი შესაძლო თანამფლობელის, ჯიმ რეტკლაიფის იდეა იქნება, რომელიც, მოსალოდნელია, რომ "წითელი ეშმაკების" დაახლოებით 25%-ის მფლობელი გახდება.

ბიზნესმენს მიაჩნია, რომ გასულ ზაფხულს მოსულმა ანდრე ონანამ ვერ გაამართლა და მისი ჩანაცვლებაა საჭირო, ასეთად კი მას "ვალენსიას" ქართველი კიპერი გიორგი მამარდაშვილი ეგულება.

წყარო წერს, რომ ჩვენებურის დამატებით "ნიუკასლი" და "ჩელსიც" არიან დაინტერესებული, თუმცა ონანას ძალიან ცუდი ასპარეზობის გამო "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ საქმეს ძალიან სერიოზულად მოეკიდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ახლა მანჩესტერზე მანერვიულე.... მაგრამ საქმე არც აქ გამოელევა
nika
13:13 14-12-2023
1
იმედია მეტი ქართველ იქნება ტოპ კლუბში და სპორტის ამ დიად სახეობას მიხედება თორემ ჟოპა სტენკას თამაში ვერ გვიშველის
ჟორა
17:49 14-12-2023
0

სიახლეები პოპულარული