მამარდაშვილი ონანას შემცვლელად სახელდება - "იუნაიტედის" ახალ თანამფლობელს "ოლდ ტრაფორდზე" ქართველი მეკარე სურს

AutoSharing Option
Teamtalk-ი წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მეკარის პოზიციაზე გაძლიერდება და ეს გუნდის ახალი შესაძლო თანამფლობელის, ჯიმ რეტკლაიფის იდეა იქნება, რომელიც, მოსალოდნელია, რომ "წითელი ეშმაკების" დაახლოებით 25%-ის მფლობელი გახდება.

ბიზნესმენს მიაჩნია, რომ გასულ ზაფხულს მოსულმა ანდრე ონანამ ვერ გაამართლა და მისი ჩანაცვლებაა საჭირო, ასეთად კი მას "ვალენსიას" ქართველი კიპერი გიორგი მამარდაშვილი ეგულება.

წყარო წერს, რომ ჩვენებურის დამატებით "ნიუკასლი" და "ჩელსიც" არიან დაინტერესებული, თუმცა ონანას ძალიან ცუდი ასპარეზობის გამო "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ საქმეს ძალიან სერიოზულად მოეკიდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რამოდენიმე წლის წინ ამაზე ოცნებაც კი არარეალობად მიმაჩნდა, ისეთი თაობა მოგვდის დიდ ტურნირზე აუცილებლად მოვხვდებით
დავით
15 დეკემბერი 2023 07:47
2
იმედია მეტი ქართველ იქნება ტოპ კლუბში და სპორტის ამ დიად სახეობას მიხედება თორემ ჟოპა სტენკას თამაში ვერ გვიშველის
ჟორა
14 დეკემბერი 2023 17:49
0
ვალენსიას მგონი აბრამოვიჩი ყიდულობს და დარჩეს რამდენიმე წელში ჩემპიონთა ლიგას მოიგებს :))
თაზო
14 დეკემბერი 2023 16:55
15
აბრამოვიჩს დღეს მხოლოდ "ჩიხურას" ყიდვა თუ შეუძლია. რაც გააჩნია, იმის გადამალვით არის დაკავებული. საინტერესო საიდან მოგაქვთ ასეთი "ბრძნული" ჭორები?
Walter White
14 დეკემბერი 2023 23:07
0
მანჩესტერში არა მაგრამ ერევან არარატში უეჭველი.ადრეთუ გვიან ბრუნდება ყველა ისტოროულ სამშობლოში
sad?
14 დეკემბერი 2023 15:08
93
იქნებ შენ სცადო დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში?!
ლაშა
15 დეკემბერი 2023 12:58
0
ამხელა ნაგავი, როგორ უნდა იყო... ბოდიში კინაღამ კაცი დავწერე.
ჟორა გაბრიჭიძე
14 დეკემბერი 2023 18:44
2
ყველა გამოხმაურება
ჯობია აბა რაა! იქ სულ ცოტა მეტრნახევარს კიდო მოიმატებს და მერე უკვე ოოოოო..
ოოო დიდო ზებრა აუსრულე ოცნება ჩვენ ხალხს!
კ ო მ ბ ლ ე
14 დეკემბერი 2023 13:26
65
ახლა მანჩესტერზე მანერვიულე.... მაგრამ საქმე არც აქ გამოელევა
nika
14 დეკემბერი 2023 13:13
1
იუვე ჯობია!
ლაშა
14 დეკემბერი 2023 12:09
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული