"სლოვანი" დამარცხდა და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „ოლიმპიასთან“ 1:2 დამარცხდა.

სლოვაკურ გუნდს უკვე მოპოვებული ჰქონდა შემდეგი ეტაპის საგზური და მხოლოდ ის უნდა გარკვეულიყო, პირველი ადგილით გავიდოდა თუ მეორით.

54-ე წუთზე მსაჯმა „სლოვანის“ მეკარე მილან ბორიანი გააძევა და ბრატისლაველებმა მოულოდნელი მარცხი განიცადეს.

მასპინძელთა გუნდში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს.

A ჯგუფში 14 ქულით პირველ ადგილზე „ლილი“ გავიდა, 10 ქულით კი მეორეზე - „სლოვანი“.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - ოლიმპია 1:2
გოლები: 0:1 ლუკასი (17), 1:1 ბლეკმანი (27),1:2
შვაიზერი (58)
გაძევება: ბორიანი (54, სლოვანი)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯაბა დაბრუნდი ნაკრებში
დიმო
03:37 15-12-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული