"სლოვანმა" "კლაკსვიკს" სძლია და ვადამდე მოიპოვა პლეი-ოფის საგზური

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „სლოვანმა“ გასვლაზე „კლაკსვიკი“ 2:1 დაამარცხა.

ბრატისლავურ გუნდში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, მასპინძლებმა მომენტები მეტი შექმნეს და მიკელსენმა დააწინაურა კიდეც, თუმცა კუცკამ ანგარიში გაათანაბრა. მალე კანკავას თავისი გუნდის წინ გაყვანა შეეძლო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველს მხარზე მოხვდა და ქართველი ამაოდ ითხოვდა პენალტს. შესვენების შემდეგ ფარერელებმა შეუტიეს, გოლი კი "სლოვანმა" გაიტანა - დუბლი 36 წლის კუცკამ შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

„სლოვანი“ A ჯგუფში 10
ქულით მეორე ადგილზეა, პლეი-ოფის საგზური მოიპოვა და 15 დეკემბერს, ბოლო ტურში, „ოლიმპიას“ უმასპინძლებს. ახლა ისღაა გასარკვევი, ჯგუფში პირველ ადგილს "ლილი" დაიკავებს, რომელსაც 11 ქულა აქვს, თუ ვაისის გუნდი.

ტორსჰავნი. „ტორსვოლური“
კლაკსვიკი - სლოვანი 1:2
გოლები: 1:0 მიკელსენი (17), 1:1 კუცკა (24), 1:2 კუცკა (62)

მკითხველის კომენტარები / 2 /
გუშინდელი თამაშის ყურებისას დავრწმუნდი, რომ კანკავას კიდევ შეუძლია საქართველოს ნაკრებს გამოადგეს და აუცილებლად გვჭირდება ნაკრებში. ვფიქრობ ქოჩორაშვილი და კანკავა ნახევარდაცვას საგრძნობლად გააძLიერებენ.
კოტე
09:50 01-12-2023
0
კანკავა დავაბრუნოთ ნაკრებში!
დიმო
03:00 01-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული