მისაბაძი სპორტსმენი - ნახეთ, როგორ საუბრობს მამარდაშვილი ესპანურად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-17 ტურში "ვალენსიამ" "ბარსელონას" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"ღამურების" მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.

მატჩის შემდეგ გიორგიმ ჟურნალისტებთან ესპანურ ენაზე ისაუბრა.

"ბედნიერები ვართ, მთელმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავა, არ არის მარტივი 90 წუთი "ბარსელონასთან" ასეთი ზეწოლის ქვეშ ითამაშო. ამ შეხვედრამდე 2 თამაში გვქონდა წაგებული და დღეს საშინაო კედლებში ქულა მოვიპოვეთ. "მესტალია" ძალიან დაგვეხმარა, მერწმუნეთ, ამან დიდი განსხვავება შექმნა, ისინი ძალიან დაგვეხმარნენ, გასვლაზე თამაში გაცილებით რთულია", - განაცხადა
მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, "ვალენსია" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

altდიდებული მამარდაშვილი - "ვალენსიამ" "ბარსელონასთან" ფრეს მიაღწია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ოდნავ ერთი-ორი ბგერა გამოასწოროს და ცოტა გრამატიკა, მთლად მაგრად იმეტყველებს. ისე, აზრის გამოთქმა არ უჭირს და რაც მთავარია, მახვილებსაც სწორად სვამს. :)
გიო
17 დეკემბერი 2023 14:49
3
ამას ვიძახი სულ რომ განვითარებისთვის აუცილებელია ენის ცოდნა, ადვილად ამყარებ კონტაქტს მწვრთნელთან და გუნდელებთან და ეს გეხმარება შემდეგ მოედანზე, ფსიქოლოგიურადაც ძლიერდები და მენტალურადაც. მე მგონი მამარდას პროგრესს ყველა ხედავს შარშანდელთან შედარებით.
მამუკა
17 დეკემბერი 2023 14:31
0
თან ესპანელი გეგონება
გიგი
17 დეკემბერი 2023 14:25
1
სხვათაშორის ვინც თამაშობდა ესპანეთში ჩვენი სპორტსმენებიდან, ყველა ლაპარაკობს ესპანურად:შენგელია,ანდრონიკაშვილი,კაკაბაძე,პაპუნაშვილი,აბურჯანია!!!!
სანდროს
17 დეკემბერი 2023 14:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული