მისაბაძი სპორტსმენი - ნახეთ, როგორ საუბრობს მამარდაშვილი ესპანურად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-17 ტურში "ვალენსიამ" "ბარსელონას" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"ღამურების" მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.

მატჩის შემდეგ გიორგიმ ჟურნალისტებთან ესპანურ ენაზე ისაუბრა.

"ბედნიერები ვართ, მთელმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავა, არ არის მარტივი 90 წუთი "ბარსელონასთან" ასეთი ზეწოლის ქვეშ ითამაშო. ამ შეხვედრამდე 2 თამაში გვქონდა წაგებული და დღეს საშინაო კედლებში ქულა მოვიპოვეთ. "მესტალია" ძალიან დაგვეხმარა, მერწმუნეთ, ამან დიდი განსხვავება შექმნა, ისინი ძალიან დაგვეხმარნენ, გასვლაზე თამაში გაცილებით რთულია", - განაცხადა
მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, "ვალენსია" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

altდიდებული მამარდაშვილი - "ვალენსიამ" "ბარსელონასთან" ფრეს მიაღწია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ყოჩაღ მამარდ!!!.წლებია საქართველოში ცხოვრობენ:რუსები,აზერბაიჯანელები,სომხები და ენას არ სწავლობენ ჯიუტად,რასაც ვერ ვიტყვით ევროპელებზე და სხვა ეროვნების ხალხზე!!!!!!
საქართველო უპირველესად
15:27 17-12-2023
1
გენაცვალე! ლომო!
ირაკლი
16:03 17-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული