"კვარა", გარისკე და უფრო მეტი გაბედე" - რას წერს იტალიური მედია ხვიჩას შესახებ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლიმ" "კალიარი" 2:1 დაამარცხა. მასპინძელთაგან მეორე, გამარჯვების გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

იტალიურმა მედიამ ქართველის თამაში დადებითად შეაფასა, გთავაზობთ მათ კომენტარებს.

"კვარა", გარისკე და უფრო მეტი გაბედე" - Corriere dello Sport-ი

"ფეხებში ძალიან ბევრჯერ მოხვდა, თავიდანვე მაგრად დაიწყო და არაერთი დრიბლინგი შეასრულა. მიუხედავად უხეშობისა, ხვიჩა არასდროს ნებდება. გატანილ გოლს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა" - Tuttonapoli

"კალიარის ფეხბურთელები მონადირეებს ჰგავდნენ, ქართველის დაცვა მსაჯმა ვერ მოახერხა. ხვიჩასგან ისევ ის ძველებური დრიბლინგი და პასები ვიხილეთ, რომლითაც "ნაპოლის" ქომაგებს თავი ასე
შეაყვარა" - Areanapoli

"რა უნდა ვთქვათ "კვარას" შესახებ? ის დაბრუნდა! ოსიმენის გოლის ეპიზოდში შეტევაში მონაწილეობა მიიღო, შემდეგ კი ნიგერიელმა გაატანინა. აღსანიშნავია, რომ ფიზიკურად და გონებრივად დღეს უკეთესად გამოიყურებოდა" - Calcionapoli1926

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა.


alt"რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ასე კვარაცხელიას დავკარგავთ" - იტალიელი ჟურნალისტი

altმაცარი: კვარაცხელიაზე მოგიყვებით ისტორიას, რომელიც ჯერ არავინ იცის

altნიცა თავაძე ხვიჩა კვარაცხელიას გატანილ გოლს გამოეხმაურა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხუთი გოლი და სამი საგოლე პასი,ქართველ ფეხბურთელებს ტოპ ხუთ ლიგაში კი არა,მეორე ლიგაშიც არ აქვთ გატანილი და კიდე კვარაცხელიას აბულინგებენ ზოგ-ზოგიერთები!!!
3
გარისკე კაია !
მიხვდით ხომ ?
თამაშს არ აცლიან ... როგორცვე თამაშს იწყებს ეგრევე ჩეხავენ .

იტალიის ფეხბურთის მამებს მივმართავ !
გაამკაცრეთ ხვიჩაზე უხეშობები და მერე ნახავთ რა შეუძლია .

სხვანაირად ხვიჩა ვერ დაიხარჯება 100 % ით
ბესო
17:03 17-12-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული