ხვიჩა სიტუაციას ვერ ეგუებოდა, შესაცვლელად კი დრო და რესურსი არ ეყო...

AutoSharing Option
"შეხვედრის გადასარჩენად ლიდერები მაინც ჩაერთნენ. ცუდ ამინდში საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, გუნდის ფსიქოლოგიური განწყობა კი ცოტათი გაფუჭდა, განსაკუთრებით, სტანისლავ ლობოტკასი, რომელმაც პენალტი კარს ააცილა..." - ესაა ამონარიდი ჩვენი სტატიიდან, რომელიც 2023 წლის დასაწყისში, მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც "ნაპოლი" გადახალისებული შემადგენლობით იტალიის თასს მერვედფინალში, თანაც ზედიზედ მეორედ, გამოეთიშა. ახლა კვლავ იგივე ("ფროზინონესთან" 0:4) განმეორდა, თუმცა, თუნდაც შარშანდელთან შედარებით, როცა გუნდი სკუდეტოსთვის იბრძოდა, დიდი განსხვავებაა, შეცდომები კი - ანალოგიური ხასიათის...

ნეაპოლელები ჩემპიონატში წელს ოთხეულს თუ შესწვდებიან, გუნდს საკუთარი თ
ამაშის პოვნა უჭირს და ამ ფონზე, იქნებ კარგი განწყობის შექმნა, თასის შემდეგ ეტაპზე ფიქრი და თავდაჯერების ამაღლება მნიშვნელოვანი იქნებოდა. რაც ახლა მივიღეთ, ამის შეტრიალებული ვარიანტია - "სტადიო მარადონაზე" გატეხილ ნავსზე ვსაუბრობდით და აქ მორიგი კრახი ვნახეთ...

რა თქმა უნდა, როტაციის გარეშე რთულია - კალენდარი გადატვირთულია, თუმცა ყველა გუნდი ამას პრიორიტეტულად ალაგებს და ვალტერ მაცარის საკუთარი ხედვა უფრო მკაფიო უნდა ჰქონოდა. 

სხვა შედარებები გასულ სეზონში მარცხთან - იმ მატჩში დაცვის ცენტრში პრობლემები არსებობდა, რაც გვიან შემოსულმა კიმმაც ვერ დაალაგა. ახლა ჯოვანი დი ლორენცოზე შეგვიძლია თქმა, რომ სათადარიგოთა სკამიდან საშინლად ჩაერთო. იქნებ ფსიქოლოგიურად გადაწყობა მისთვის ასე რთულია და ახლა კაპიტანს ხასიათი გაუფუჭდა, ცოტას თვითდაჯერებასაც დაკარგავდა, წინ კი "რომასთან" მატჩია. მაცარის მიზანი დასვენება იყო და ემოციურად გადაღლა მივიღეთ?!

Sportall.Ge

როტაციის დროს მოთამაშეები ცდილობენ, საკუთარ შანსს კარგად ჩაეჭიდონ. ჯაკომო რასპადორისგან მეორე სეზონია, ანალოგიურ პრობლემებს ვხედავთ. ვიქტორ ოსიმენის არყოფნაში მან როცა დრო მიიღო, თანაც ფორვარდის პოზიციაზე, ეს საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა, ნიგერიელის დაბრუნების შემდეგ კი, პოზიციაშეცვლილმა, საკუთარი თამაში ვეღარ იპოვა. როგორ ფორმაშიც უნდა იყოს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მინდვრის ცენტრში ლობოტკას სათანადო ალტერნატივა არ არსებობს.

ზოგიერთ ფეხბურთელისთვის, ჩემპიონატში ცოტას რომ თამაშობს, თასზე წუთების მიცემა ფსიქოლოგიურად სასარგებლოა. სამწუხაროდ, ახლა ამ მხრივ დასამახსოვრებელი ბევრი არაფერია, ჯოვანი სიმეონეს გოლი არ ჩაითვალა...

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას. პრევიუში აღვნიშნეთ - "მწვრთნელმა კარგად უნდა განსაზღვროს, 77-ე ნომრისთვის, რომელმაც ხასიათი გამოისწორა, ახლა უმჯობესი რა იქნება". სამწუხაროდ, მაცარიმ აქაც ვერ "მოარტყა". "კვარა" ამბიციური ფეხბურთელია. მისი და ოსიმენის შემოსვლისთანავე, "ნაპოლიმ", ფაქტობრივად, საკუთარ კარში ორი გოლი მიიღო. თუკი წინა მატჩში გატანის შემდეგ ქართველი გარემარბის სიმშვიდისა და თავდაჯერების მნიშვნელობაზე ვწერდით, ახლა მწარე მარცხით გულდაწყვეტილი და თითოეულ ეპიზოდში ემოციურად ბოლომდე ჩართული 77-ე ნომერი ვნახეთ, რომელიც სიტუაციას ვერაფრით ეგუებოდა, შეცვლისთვის კი საკმარისი დრო და რესურსი არ ჰქონდა... როცა ჩქარობ და ღელავ, შეცდომებიც იმატებს, რაც გუნდს მეოთხე გაშვებულ გოლად დაუჯდა, მაგრამ ის უკვე აღარაფერს წყვეტდა; წარუმატებელი დრიბლინგის შესაძლო უკუშედეგზე ბევრჯერ გვითქვამს. ხვიჩა ერთ ეპიზოდში პენალტს საკმაოდ საფუძვლიანად ითხოვდა, რაც თამაშის სცენარს შეცვლიდა. ახლა მთავარია, როგორც კვარაცხელიამ, ასევე მთელმა გუნდმა დროული გამოფხიზლება შეძლონ და წლის ბოლომდე დარჩენილ ორ მატჩში წარმატებას მიაღწიონ.

Sportall.Ge

გიორგი კვერნაძეზეც ვთქვათ. მწვრთნელს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მან მინდორზე ოპტიმალური ადგილი უნდა გიპოვოს. ქართველ შემტევს ახლა მთელი ფლანგი ეკავა, ის შეტევაში აქტიური იყო, კუთხურებს აწვდიდა და მაქსიმალურად ცდილობდა, გუნდურ ოპერაციებში მეტი მონაწილეობა მიეღო. გიორგი ახალ პოზოციაზე ათამაშეს, სადაც სხვა დროსაც თუ გამოიყენებენ, დაცვაში თამაშის უნარებსაც უფრო გააუმჯობესებს. სუბიექტურობის გარეშე ვამბობთ, რაც მეტ დროს მიიღებს, კვერნაძის იტალიურ ფეხბურთთან ადაპტირება გაუიოლდება. ეს ქართული დუელი "კვარას" მარცხით და კვერნაძის გამარჯვებით დასრულდა. წინ კიდევ ბევრი იქნება!..

alt0:4 - "ნაპოლი" თასიდან "ფროზინონემ" გამოაგდო [VIDEO]

altროგორი შეფასება მიიღეს კვარაცხელიამ და კვერნაძემ

მკითხველის კომენტარები / 15 /
მეოთხე გოლი გაეტანოს შეცდომის ბრალი იყო, რომელსაც ორ მოწინააღმდეგეს შორის მოქცეული ხვიჩა უნდა დაეზღვია და პასი მიეღო, რის ნაცვლად წინ გაიქცა. შემდეგ კი ნაპოლის სამმა მცველმა მოწინააღმდეგე საპატიო კორტეჟივით მიაცილა კარამდე.
რატი
20 დეკემბერი 2023 12:35
3
ცენტრალური მცველები თუარ იყიდეს ზამთარში,მეეჭვება ოთხეულში შევიდეს ნაპოლი
beqa
20 დეკემბერი 2023 11:59
1
აბა ჩასაფრებულო სექტავ! დაესიეთ ხვიჩას ყვავ-ყორნებივით და იფხანეთ ერთი ადგილები. ის ვერ გაგიგიათ, რო ფეხბურთია და ხან წააგებ, ხან მოიგებ. ბოღმისტებო! ერთი კარგა დიდი მახათები იშოვეთ და მაგით მაინც გაერთეთ, რო ეგება დაოკდეთ.
გია
20 დეკემბერი 2023 11:30
21
10000000000000000000000000000000000000000000000% მართალი ხარ!
გიას
20 დეკემბერი 2023 11:54
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული