"ვაპირებთ თუ არა ჩაკვეტაძის გაშვებას"? - "უოტფორდის" მწვრთნელის კომენტარი

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, ჩემპიონშიფის 23-ე ტურში "ბლექბერნი" "უოტფორდს" უმასპინძლებს.

სტუმართა მთავარი გუნდის მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბრიტანული გუნდი უახლოეს მომავალში ქართველ ფეხბურთელთან განშორებას არ გეგმავს.

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი საიდან გაჩნდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაკვეტაძის გაშვებას ვაპირებთ. ის ჩვენთან რჩება, რადგან გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და როგორც ადამიანი ძალიან გვიყვარს. კარგი პროფესიონალია და მუშაობას ვაგრძელებთ", - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე "უოტფორდს" გასულ ზაფხულს ბელგიური "გენტიდან" იჯარის წესით შეუერთდა.

alt"გიორგი

ჩაკვეტაძესა და შოთა არველაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა" - Geo Team-ი დეტალებზე წერს

altGeo Team: ჩაკვეტაძე უკმაყოფილოა და შეიძლება "სლოვანში" დაბრუნდეს

altჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" "პრესტონი" გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
გიოს ადგილი მოედანზეა,მან იქ უნდა "იმუშაოს". მიეცით მის ნიჭს გაბრწყინების საშუალება,მუდმივად რატომ უკვეცავთ ფრთებს უმეტესად სათადარიგეობით...ეჰ,უიღბლობას რა ვუთხარი,თორემ ახლა მისი ადგილი გრანდების მოწინავე ფეხბურთელთა რიგებში უნდა იყოს...მიდი გიო,არ დანებდე,რახანაც ასეა საქმე,ჯიქურ მიაწექი,მეტი მოინდომე და ანახე ამ დაუნახავებს,რომ ტკბილი სიტყვა კი არა მხოლოდ,არამედ მეტი ნდობა და სათამაშო დრო რომ გჭირდება! გვჯერა შენი და გვიყვარხართ!!!
კოლხიდელი
15:08 23-12-2023
1
თურქეთში წასვლა შეცდომა იქნება. კაცმა არ იცის შოთის იქ საქმეები როგორ წაუვა, თანაც თურქეთიდან ევროპაში დაბრუნება პრობლემატურია. მართალია, უოტფორდში ბევრი დრო არ ეძლევა, მაგრამ ფაქტია იქ გადასვლის შემდეგ გიომ მაგრად მოუმატა და თავის ფორმას მიუახლივდა. ერთადერთი რაც აკლია, თავდაჯერება უნდა სრულად დაიბრუნოს, კარში უფრო ხშირად ურტყას და გოლების გატანა დაიწყოს. ჯობია უოტფორდში დარჩეს და შრომა გააგრძელოს. ძირითადშიც დამკვიდრდება და უკეთესი გუნდების რადარზეც მოხვდება. მოთმინება, სიჯიუტე, შრომა და წარმატებაც მოვა!
არტ
18:56 23-12-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული