კვერნაძემ "იუვესთან" ითამაშა - "ფროზინონე" ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თასზე „ნაპოლის“ განადგურების (4:0) შემდეგ „ფროზინონე“ სერია A-ს მე-17 ტურში საკუთარ მოედანზე „იუვენტუსთან“ 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის ქართველი ლეგიონერი გიორგი კვერნაძე 79-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

პირველ ტაიმში თავის სადებიუტო მატჩში სტუმრები 18 წლის ილდიზმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ ბაესმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 81-ე წუთზე ვლაჰოვიჩმა ტურატის კარი დალაშქრა და "იუვე" წინ გაიყვანა, მერე მისი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და შეხვედრა 1:2 დასრულდა.

"იუვე" ჩემპიონატზე ბოლო 12 მატჩში დაუმარცხებელია - 9 მოგება და 3 ფრე.

„იუვენტუსი“ 40 ქულით მეორე ადგილზეა და 30 დეკემბერს
„რომას“ უმასპინძლებს, ხოლო „ფროზინონე“ 19 ქულით მეთოთხმეტე პოზიციაზეა და 29 დეკემბერს რომში „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 ილდიზი (12), 1:1 ბაესი (51), 1:2 ვლაჰოვიჩი (81)

მკითხველის კომენტარები / 1 /
აგია პიკასოს ბიჭი? ეეუფ!
კ ო მ ბ ლ ე
23:19 23-12-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული