"სად გაქრა კვარაცხელია?" - რას წერს იტალიური პრესა ხვიჩას შესახებ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-17 ტურში "რომამ" "ნაპოლის" უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, შემდეგ კი მის ნაცვლად თამაშში ჯაკომო რასპადორი ჩაერთო.

იტალიურმა მედია "კვარას" თამაშს გამოეხმაურა, გთავაზობთ მათ კომენტარებს.

"სად გაქრა კვარაცხელია? ფეხებში ძალიან ხშირად ურტყამენ, მცველებს აიძულებს რომ მის წინააღდეგ თამაშის წესები დაარღვიონ. მიუხედავად ამისა, არაფერი გამოუვიდა, ეს ამ სეზონში პირველი შემთხვევა არაა", - Areanapoli.

"ბევრს ცდილობდა, თუმცა მცველებმა მისი შეჩერება მოახერხეს, ამჯერად საუკეთესო თამაში არ ჰქონდა, მაცარიმ მისთვის რაღაც უნდა მოიფიქროს"- Sky
Italia.

"ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში იყო, ცდას არ აკლებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მოურინიომ მისი გასანეიტრალებლად ბევრი იმუშავა" - Corriere dello Sport-ი.

"შარშანდელივით ვეღარ ბრწყინავს, თითქოს ის ძველი ხასიათი აკლია, თანაგუნდელებმა კარგი გადაცემებით ვერ მოამარაგეს, თამაშიდან გათიშული იყო" - Calcionapoli.

„ნაპოლი“ 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 29 დეკემბერს „მონცას“ უმასპინძლებს.

alt"თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს "ნაპოლი" იყო"- რა თქვა მაცარიმ "რომასთან" მატჩის შემდეგ

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "რომასთან" მატჩში

altკვარაცხელიას დიალოგი მოურინიოსთან - ორკაცნაკლული "ნაპოლი" "რომასთან" დამარცხდა [VIDEO]

altრა უთხრა მოურინიომ კვარას - იტალიელებმა ჟოზეს სიტყვები გაშიფრეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 56 /
სად გაქრა ათ მილიონიანი ხელფასის მქონე ოსიმენი???პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით?!ყველაფერი გინდათ სათადარიგოების მსგავსი ხელფასის მქონე კვარაცხელიამ გააკეთოს?!
3
შარშანდელთან შედარებით, კვარამ თამაშს მოუკლო, თუმცა ეს შედეგია. მიზეზი კი რა არის? მისი ოჯახური მდგომარეობა, გარდა იმისა, რაც საჯაროდ ბაზრდება, არ ვიცი და არც არის ჩემი საქმე. სხვასაც ვურჩევ, ზედმეტი ჭორაობისგან და ბოღმა კომენტარებისგან თავი შეიკავოს. აი გუნდში კი ნამდვილად განუკითხაობაა...ნაპოლის დაცემის მთავარი მიზეზი ლაურენტესია - უსამართლო, ძუნწი, ავადმყოფურად ამბიციური კაცი, რომელსაც ფეხბურთი არ ესმის და მას ფულის შოვნის და პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებად მიიჩნევს. მის მიერ „იაფად“ ნაშოვნ-მოყვანილ ახალ ფეხბურთელებს როგორ შეაფასებდით? მით უმეტეს სპალეტის, ჯუნტოლის და კიმის წასვლის შემდეგ? ჰა, თქვით, კოჭებში რას ატყობთ? მწვრთნელებზე როგორი აზრის ხართ? კონტემ პირდაპირ თქვა, პირობებზე ვერ შევთანხმდითო, დანარჩენმა მწვრთნელებმა კი ლაურენტესს უარი სხვადასხმა მიზეზით უთხრეს - იციან რა ოქროც არის. ჰოდა, ადგა და უმუშევარ და გუნდიდან დათხოვნილ მწვრთნელებს დაერია. იტალიაში ნაპოლი საშუალო დონის გუნდია, ევროპაში - საშუალოზე დაბალი. შარშან ხვიჩა-ოსიმენ-კიმის ძალიან მაგარმა თამაშმა და იტალიის ლიგაში რამდენიმე ფაქტორის დამთხვევამ განაპირობა გუნდის წარმატება, მაგრამ ეს შარშან იყო...წელს რა ხდება? გინახავთ გუნდი, ხვიჩასნაირი მოთამაშე ჰყავდეს და არ იყენებდეს? რუის ფლანგი გადირკულია - უმეტესი გოლები და საგოლე პასები მისი „დამსახურებაა“, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და უპატრონო თხასავით სულ წინ გარბის. ბარემ გაუცვალოს ადგილი კვარას, ყველას ეცოდინება მაინც, ვინ სად დგას. ან როგორ და როდის აძლევს პასს? მაშინ, როდესაც 5 მეტრზე მიუტანს ბურთს, როცა მოწინააღმდეგის გუნდი უკვე გადმოწყობილია და კვარას მინიმუმ ორი ფეხბურთელი ბოჭავს...რამდენჯერ გვინახავს, კვარამ ბურთი უკან კი დაუბრუნა, მაგრამ შემდეგ დიდი სისწრაფე აკრიფა საჯარიმოსკენ ან მარცხენა ფლანგისკენ იმ იმედით, რომ ატრივზე ბურთს მიიღებდა , მაგრამ უშედეგოდ - პასს არავინ აძლევდა. ეს მწვრთნელის დასალაგებელია, მაგრამ ალაგებს? შედარებისთვის, კვარა-ოსიმენი რატომ უგებენ ერთმანეთს? იმიტომ, რომ ორივე ჭკვიანი და მოფიქრალი ფეხბურთელია-იციან, როდის სად შეიძლება იყოს პარტნიორი, ზურგითაც კი გრძნობენ ერთმანეთს ...სანამ ზანტაკი ანგისა ზლაზნით ათრევს ბურთს, დააკვირდით, რამდენს მოძრაობს კვარა, ხანდახან ხელაწეულიც და პასს ითხოვს და რა, აძლევენ პასს? და რამდენი ასეთი კიდევ. აბა ითამაშოს რეალში, ბარსაში, ლივერპულში, სხვა ტოპ გუნდებში, სადაც მაგარი ფეხბურთელები არიან, პასიც იციან და სივრცის ათვისება-ჩაკეტვაც, ნახავთ, ვინმეზე ნაკლები თუ იქნება... მოკლედ, რასაც ვფიქრობ, ის დავწერე, შეიძლება ვცდები კიდეც, მომავალი გვიჩვენებს, ვინ იყო მართალი...
ბესო
16:40 24-12-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული