
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო დრიბლიორი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უეფა თავისი საიტით ავრცელებს.
ქართველი გარემარბის ანგარიშზე 46 წარმატებული მოტყუებაა. მეორე ადგილზე კილიან მბაპეა (პსჟ, 44), მესამეზე კი - რაფაელ ლეაო (მილანი, 36).
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების 6 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.