მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 49-ე წუთზე ანგარიში შეამცირა. მან სადებიუტო გოლი ჩემპიონატზე ჩატარებულ მეთვრამეტე მატჩში გაიტანა. თუმცა, „უოტფორდმა“, რომელიც პლეი-ოფის ზონას 2 ქულით მიუახლოვდა, მარცხი განიცადა.
ჩაკვეტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: flashscore 7.0, whoscored 6.9, sofascore 6.9.
„უოტფორდი“ 34 ქულით მეათე ადგილზეა და 29 დეკემბერს „სტოკს“ მიიღებს.
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ბრისტოლი 1:4
გოლები: 0:1 პრინგი (28), ჰუდტი (45+2, საკ. კარში), 1:2 ჩაკვეტაძე (49), 1:3 საიკსი (50), 1:4 ვაიმანი (83)