"ოსიმენისთვის ხელფასის გაზრდამ კვარაცხელიას გარემოცვისგან პირობების შეცვლის მოთხოვნა წარმოქმნა" - იტალიური მედია

AutoSharing Option
spazionapoli Il Mattino-ზე დაყრდნობით წერს, რომ "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის წლიური ხელფასის კლუბისათვის სარეკორდო, 10 მილიონ ევრომდე გაზრდა (პლუს, ბონუსები) ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის კორექტირებას მოითხოვს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზაფხულში გუნდი არათუ გაძლიერდა, არამედ კიმ მინ ჯე და ირვინ ლოსანო გაყიდეს, გასული სეზონის წარმატება წარსულს ჩაბარდა, გუნდის დიდებისგან ცოტა რამ ან საერთოდ არაფერიც არ დარჩა და კვარაცხელიას სირთულეები შეექმნა, რამეთუ მარგალიტი არადამაჯერებელია:

"ქართველის ფასეულობა და უნარები, რა თქმა უნდა, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ მისი შედეგიანობის შემცირება "ნაპოლის" პრობლემებს აღრმავებს. ხვიჩას კონტრაქტი
სეზონური 1.4-მილიონიანი გასამრჯელოთი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში, ანაზღაურების შეცვლაა საჭირო.

იმის გათვალისწინებით, რომ "კვარა" ნეაპოლურ კლუბთან ხანგრძლივვადიანი თანამშრომლობითაა დაკავშირებული, საკითხი საკმაოდ რთული და ჩახლართულია. Il Mattino-ს მტკიცებით, ფეხბურთელის გარემოცვის მიერ ხელფასის მომატების სურვილი ახალ ფორმას ოსიმენის გამო იძენს, რომელსაც ანაზღაურება მოუმატეს. "კვარას" აგენტები თავიანთი კლიენტისათვის პირობების მსგავსად გაუმჯობესებაზე ფიქრობენ. ეს მოთხოვნა კიდევ ერთი პრობლემა გახდება, რომლის გადაჭრასაც დე ლაურენტისი შეეცდება".

მკითხველის კომენტარები / 21 /
კარგი რა კარგი რა პონტია ესე იაზვურად რომ ლაპარაკობდ ჩვეულებრივი მოთამაშე კი არა ტოპ ფეხბურთელია და ვინც მაგას ჩვეულებრივ მოთამაშედ აღიქვამს ფეხბურთის აზე არ არის ან ბოღმა მორეული წერს ამ ესემეს კარგი რა სიყვარული გამოვიჩინოდ ერთმანეთის მიმარდ ტო რა წესია ეს ტო მთელი ქვეყანა იძახის მაგარი ბიჭიააო და ბოღმა ქართველები არაფერი ფეხბურთელი არ არისო ტეხავს უბრალოდ გული მწყდება ტო.კვარა ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამინ
დდდ
03 იანვარი 2024 11:38
1
სწორედ აქ მჟღავნდება მენეჯერის უვიცობა. მამაძაღლო-ვირიშვილო რას ყიდი თუ არ იცი მისი ფასი? კი ბატონო, მყიდველს უფლება აქვს გითხრას: არ ვიცი თავს, როგორ გამოიჩენს და ამის მეტს ვერ მოგცემო, შენ უნდა დათანხმდე და ხელშეკრულებაში მოითხოვო ჩაიდოს პუნქტი, სადაც ჩაიწერება ერთი სეზონის შემდეგ ხელშეკრულება გადაიხედოს ხელფასის მოკლება-მომატების მიზნით, სეზონში ნაჩველები შედეგის მიხედვით. შენ რომ მინიმალურ ხელფასზე 5 წლიან ხელშეკრულებას დებ მენეჯერი კი არა მთხლეი ხარ მთხლეი.
ჟორა
31 დეკემბერი 2023 22:38
0
კვარაზე მეტი გოლი მხოლოდ ოსიმენს აქვს ამ სეზონში გატანილი. კვარაზე მეტი საგოლე პასი ამ სეზონში მხოლოდ დი ლორენცოს აქვს გაკეთებული. ამ სეზონში ნაპოლის ნახევარდაცვა და დაცვა ძალიან დაბალ დონეს აჩვენებს და შესაბამისად კვარას და იგივე ოსიმენის შედეგიანობაზეც აისახა ეს პრობლემები. მაგრამ თუნდაც ამ შედეგების და არასტაბილური სეზონის მიუხედავად კვარა არ იმსახურებს ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყოს ამ გუნდში. ნებისმიერ ფეხბურთელზე იმოქმედებდა ეს გარემოება ცუდად.
ბაჩო
29 დეკემბერი 2023 11:03
0
ამ ეტაპზე რასაც ხვიჩა თამაშობს დაჟე ეგ ხელფასიც ბევრია. ერთი რიგით მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს სამწუხაროდ(
კახა
28 დეკემბერი 2023 18:18
14
ეგრე ხელფასების მხრივ ბოლოსწინა ადგილზეა ისედაც, მაგრამ შენ ის მითხარი კახა, ხვიჩასთვის ეს ხელფასიც კი ბევრი რომ გეჩვენება, სხვა ნაპოლის მოთამაშეები რამდენს იმსახურებენ?! ან ეხლა შენ წარმოიდგინე, შენ დაგიყენონ 3-4 მოთამაშე მეურვედ და შენ როგორ ითამაშებ? სულ გუნდიდან 11 მოთამაშეა და ეხლა შენ წარმოიდგინე, აქედან მესამედი ხვიჩას უთმობს ყურადღებას, ანუ იმსახურებს ამას, ისე ტყუილად არავინ დაუყენებს ამდენ მეურვეს. ხვიჩა გენიაა, ხვიჩა იმედია ქართული ფეხბურთის აღორძინების, და მოდი ქართველებო, ლანძღვა-გინების ნაცვლად გვერდში დავუდგეთ, ჩვენს იმედს! მხოლოდ საქართველოს მოძულე დაძრახავს საქართველოს იმედებს.
ძალიან ბევრ კომენტარს ვხედავ სამწუხაროდ, გინდ პოლიტიკაში და გინდ სპორტში, ნეგატიურს საქართველოსთვის.
ნეტავ როდის დაიწყო, ასე დაცემა ქვეყნის?
მე მეტი მსურს, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი და თქვენი შვილებისთვის ქართველნო!
გიპნოზა
28 დეკემბერი 2023 21:29
1
შარშანდელი დონე რომ შეენარჩუნებინა ახლა 2-ჯერ,3-ჯერ მეტი ხელფასიც ექნებოდა მაგრამ ბოლო 10 თვეა უკლებს და უკლებს სანამ საშუალო ფეხბურთელის დონეზე არ დავიდა.ფეხბურთი ბიზნესია და თავისი კანონები აქვს.
ამაშია საქმე
28 დეკემბერი 2023 13:22
15
არაუშავს კვარა, მთავარია შენ ფეხბურთზე იფიქრო, ხელფასიც იმდენი გაქვს რომ შენ ახალ ოჯახს, არაფერი არ გაუჭირდება სიკვდილის ბოლომდე. ღმერთის გწამდეს და ფული ეშმაკისაა. შენ როგორც სპორტსმენი უნდა იყო საუკეთესო, ესაა მთავარი, დანარჩენი ყველაფერი ღმერთს მიანდე. ღმერთი მოგცემს სულიერ საზრდოს და იმდენ ფულს რამდენიც შენთვის იქნება საჭირო. ნუ აყვები კომენტარებს, ვისაც შენთვის დიდი ფული უნდა, სინამდვილეში შენი მტერია, რადგან სწორედ დიდი ფული რყვნის ადამიანს. ყველამ უნდა გისურვოთ საუკეთესო ბურთით თამაში და არა ფული. იმიტომაც ვერ გავიმართეთ წელში რომ ქართველი ფულის ხანია. აბა კვარა დავაი "სბოგამ"!
ლუარსაბი
28 დეკემბერი 2023 12:48
4
50 კიარა 20 მილიონი რომ დაადოს ხვიჩას არავინ ვიმეორებ არავინ იყიდის. . .და იცით რატომ?. . არავინ დაუშვებს იმის პრეცედენტს რომ მესამე სამყაროს ქვეყნის შვილს დიდი ფული გადაუხადონ. . .ე.წ ანტირუსებო თუ პროევროპელები ,თუ ჩემი არ გჯერათ ილიას კითხეთ ჭავჭავაძეზე რა აზრის არის ევროპელებზე.კოწიას კითხეთ გამსახურდიას ,გრიგოლ რობაქიძეს. . . რავი რა გითხრათ. . თუმცა რას გეუბნებით წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეგიძლიათ,როგორც თქვენი საყვარელი ევროამერიკელები ამბობენ
ნაპოლეონი
28 დეკემბერი 2023 11:40
11
მაგათ შენ ჰკითხე. მე ცოტა ხანს კიდე მინდა შევრჩე ამ დედამიწას :))))
ვასიკო
28 დეკემბერი 2023 11:58
1
"პრეცედენტს რომ მესამე სამყაროს ქვეყნის შვილს დიდი ფული გადაუხადონ".
სერიოზულაად??? აფრიკელებს, სამხრეთამერიკელებს და აზიელებს დიდ ხელფასს არ აძლევენ? რა დალიე ამნაირი? რუსკაი ვოდკა?
ერიჰაა
28 დეკემბერი 2023 11:57
4
მადლობა ხვიჩას, რომ ერთი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ამით მან პატარა ბავშვებს კარგი მაგალითი აჩვენა, და როგორც შედეგი ძლიერი თაობა გვეყოლება 10-15 წელიწადში. მთავარია, ახალ გენიოსებთან ახლოს არ მიუშვათ არაკეთილსინდისიერი აგენტები.
ქ. გ.
28 დეკემბერი 2023 03:28
3
როგორ უცებ ჩანოწერეთ...
კიდევ მრავალ სეზონს ჩაატარებს ხვიჩა უმაღლეს დონეზე
გომორძგუა მარგალეფც
28 დეკემბერი 2023 12:02
5
ოსიმენი 1 მილიონის მიღებასაც ვერ მოასწრებს. აურელიო მას იანვრის დასაწყისში გაყიდის.
ქ. გ.
28 დეკემბერი 2023 03:18
4
თედიაშვილის ამბავი გაგიგიათ? წამებში რომ დასცა მეტოქე და რასაც იხდით მანეთს ბილეთშიო ისეა თქვენი ხეირიო…. ეგრეა, როგორც უხდიან იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს ისე ირჯება. შარშან აჩვენა ძალა და ხიბლი, ლაურა გაყუჩდა, ხმა არ ამოიღო, ხომ შეპირდა გაორმაგებას? ხოდა ეხლა იჩანჩალონ ცხრილის შუაში.
suxumchanin
28 დეკემბერი 2023 00:27
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული