"ოსიმენისთვის ხელფასის გაზრდამ კვარაცხელიას გარემოცვისგან პირობების შეცვლის მოთხოვნა წარმოქმნა" - იტალიური მედია

AutoSharing Option
spazionapoli Il Mattino-ზე დაყრდნობით წერს, რომ "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის წლიური ხელფასის კლუბისათვის სარეკორდო, 10 მილიონ ევრომდე გაზრდა (პლუს, ბონუსები) ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის კორექტირებას მოითხოვს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზაფხულში გუნდი არათუ გაძლიერდა, არამედ კიმ მინ ჯე და ირვინ ლოსანო გაყიდეს, გასული სეზონის წარმატება წარსულს ჩაბარდა, გუნდის დიდებისგან ცოტა რამ ან საერთოდ არაფერიც არ დარჩა და კვარაცხელიას სირთულეები შეექმნა, რამეთუ მარგალიტი არადამაჯერებელია:

"ქართველის ფასეულობა და უნარები, რა თქმა უნდა, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ მისი შედეგიანობის შემცირება "ნაპოლის" პრობლემებს აღრმავებს. ხვიჩას კონტრაქტი
სეზონური 1.4-მილიონიანი გასამრჯელოთი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში, ანაზღაურების შეცვლაა საჭირო.

იმის გათვალისწინებით, რომ "კვარა" ნეაპოლურ კლუბთან ხანგრძლივვადიანი თანამშრომლობითაა დაკავშირებული, საკითხი საკმაოდ რთული და ჩახლართულია. Il Mattino-ს მტკიცებით, ფეხბურთელის გარემოცვის მიერ ხელფასის მომატების სურვილი ახალ ფორმას ოსიმენის გამო იძენს, რომელსაც ანაზღაურება მოუმატეს. "კვარას" აგენტები თავიანთი კლიენტისათვის პირობების მსგავსად გაუმჯობესებაზე ფიქრობენ. ეს მოთხოვნა კიდევ ერთი პრობლემა გახდება, რომლის გადაჭრასაც დე ლაურენტისი შეეცდება".

მკითხველის კომენტარები / 21 /
მადლობა ხვიჩას, რომ ერთი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ამით მან პატარა ბავშვებს კარგი მაგალითი აჩვენა, და როგორც შედეგი ძლიერი თაობა გვეყოლება 10-15 წელიწადში. მთავარია, ახალ გენიოსებთან ახლოს არ მიუშვათ არაკეთილსინდისიერი აგენტები.
ქ. გ.
03:28 28-12-2023
3
თედიაშვილის ამბავი გაგიგიათ? წამებში რომ დასცა მეტოქე და რასაც იხდით მანეთს ბილეთშიო ისეა თქვენი ხეირიო…. ეგრეა, როგორც უხდიან იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს ისე ირჯება. შარშან აჩვენა ძალა და ხიბლი, ლაურა გაყუჩდა, ხმა არ ამოიღო, ხომ შეპირდა გაორმაგებას? ხოდა ეხლა იჩანჩალონ ცხრილის შუაში.
suxumchanin
00:27 28-12-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული