მწვრთნელების გაძევება და გაცხარებული კვარაცხელია - "ნაპოლიმ" "მონცას" ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლისა“ და „მონცას“ მატჩი 0:0 დასრულდა.

პოლიტანოსა და ოსიმენის დისკვალიფიკაციის და ნათანის ტრავმის გამო ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა დააყენა, მისმა შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. კვარაცხელია სხვადასხვა პოზიციებზე მოქმედებდა და პერეირას ყვითელი ბარათი მიაღებინა. პირველი შანსი მასპინძლებს მე-40 წუთზე მიეცათ, მაგრამ ანგისას გატანა მეკარე დი გრეგორიომ არ დაანება, შემდეგ „კვარას“ დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ სრულ უპირატესობას ფლობდა, ხვიჩა მეკარესთან პირისპირ
გავიდა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო. 66-ე წუთზე კარში დარტყმული ბურთი ხელზე მარიო რუის მოხვდა და პესინას პენალტიდან უხეიროდ დარტყმულ ბურთს მერეტი დაეუფლა. მერე კვარაცხელიამ ძერბინი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც მიზანს ვერ უწია. ცოტა ხანში „კვარამ“ ყვითელი ბარათი ჩიტადინის მიაღებინა. ამას ხვიჩასა და ბონდოს შეხლა-შემოხლა, ორივე ფეხბურთელის გაფრთხილება და ორივე გუნდის მწვრთნელის გაძევება მოჰყვა. ბოლოს "ნაპოლი" შტურმზე გადავიდა, გაეტანოს დარტყმული ბურთი დი გრეგორიომ მოიგერია და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

„ნაპოლი“ 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 7 იანვარს გასვლაზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - მონცა 0:0
გამოუყენებელი პენალტი: პესინა (67, მონცა)

მკითხველის კომენტარები / 32 /
ვინც წერთ, დაოჯახების ბრალიაო, ერთი ეს მითხარით, ახალი დაოჯახებული წყვილი, ხომ ყოველთვის ჰარმონიული ურთიერთობით გამოირჩევა? ასე რომ ეს არ მგონია მიზეზი. მე მახსენდება ხვიჩას თამაში რუბინში, თავიდან იქაც ძაან მაგრად თამაშობდა, მაგრამ რომ გაუჩნდა მოლოდინი, რომ რომელიმე გრანდში გადავიდოდა, თუ გახსოვთ? მაგ დროს მოუკლო თამაშს, მაშინაც ქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, რადგანაც ვერ ხერხდებოდა მისი ტრანსფერი. წელს პრესა არის გააქტიურებული მის ხელფასთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა გრანდს უკავშირებენ, ჩემი აზრით, ან ხელფასის მომატებას ელოდება, ანდაც გუნდის გამოცვლა სურს, იმედია აგენტისაც!
გიპნოზა
30 დეკემბერი 2023 19:44
2
მსაჯი მაგარი აჭრილი იყო
რაბუ
30 დეკემბერი 2023 11:44
3
დიდებული, დიდებული ბიჭი ხარ! შენ შემოგევლე ხვიჩა! ვისაც ფეხბურთი დეტალურად ესმის, მან იცის რა დონის სამუშაოს აკეთებ, სამწუხაროდ ამ მოშლილ გუნდში! მრავალ შობა და ახალ წელს დაესწარი! მახიოლენქ! (ვამაყობ)
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
30 დეკემბერი 2023 11:34
1
კვარა თამაშს არ ტოვებს, მინიმუმ ერთ მოწინააღმდეგეს ყვითელი რომ არ აჰკიდოს. სულ ფეხებში ხვდება, ეჭიდავებიან. 2 კაცი მუდმივად უდგას და ამას გუნდი რომ ვერ იყენებს, ძალიან სუსტ მწვრთნელსა და შემადგენლობაზე მიუთითებს. კარში დარტყმისას რა სჭირს არ ვიცი, შეიძლება ლევანდოვსკივით ვერ ჰქონდა ფინიშინგი, მაგრამ შარშან ამდენს არ აფუჭებდა. ეს მოჭრილი ბურთებიც სულ მეკარეს მისდის ხელებში.
Lasha
30 დეკემბერი 2023 09:29
1
სამი ადამიანი უშლის ხელს და უარყოფით გავლენას ახდენს: აფერისტი აგენტი (სინამდვილეში კი ჩვეულებრივი კრიმინალი), ცრუ ძმაკაცი (რომელიც მას 11 წლის ასაკიდან იცნობს, მაგრამ მხოლოდ რუბინში დაუახლოვდა ჯუღელის დავალებით, და დღესაც ხვიჩასთან ყველა სატელეფონო საუბრის შინაარსს ჯუღელს უზიარებს) და მეტიკტოკე ტუტუცა (რომელიც სურიკომ გააცნო ჯუღაევის დავალებით).
ქ. გ.
30 დეკემბერი 2023 08:57
8
რატომ ნახა ჯუღელმა საერთო ენა რუბინის მაფიოზებთან? აი ეს დაგუგლეთ:
12 марта 2010 года стало известно, что дело банды передано в Верховный суд Татарстана. Сообщалось, что все обвиняемые, в том числе Рустем Сайманов, признали свою вину в убийствах и бандитизме.
ქ. გ.
30 დეკემბერი 2023 08:43
3
საწყბარდით მეგობრები მიხედეთ თქვენს საქმეს.
gito
30 დეკემბერი 2023 05:46
3
საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ხვიჩა!
დიმო
30 დეკემბერი 2023 02:53
10
flashscore- მა ხვიჩა დაასახელა.
დიმო
30 დეკემბერი 2023 18:54
1
რუი დაასახელეს საუკეთესოდ, შემდეგ მერეტი.
დავით 67
30 დეკემბერი 2023 06:43
0
ოსიმენის გარეშე ძალიან სუსტია ნაპოლი. ხვიჩას არ ათამაშებენ, რომასთან ჩეხავდნენ, აქ მაიკაზე ქაჩავდნენ. მსაჯების მიკვირს, რატომ არ რეაგირებენ. მწვრთნელებს აძევებენ და ვინც უშუალოდ მონაწილეა ამ უხეშობის, იმათ არა. მსაჯებს საკუთარი ეგო ადარდებთ! გუნდიც გაფუჭდა, ვინც ვერ ხედავს განმეორებით უყუროს. წელს ხუთეულს მიღმა აღმოჩნდებიან.
დავით 67
30 დეკემბერი 2023 02:35
5
რა პრობლემებიც ჰქონდა ბასილაშვილს ტენისში იგივე პრობლემები აქვს კვარასაც თორემ ძაან კარგი ფეხბურთელია. სიმშვიდე არის საჭირო და ნაკლები ემოციურობა და ცივსისხლიანობა. ამით მის საფეხბურთო IQ-საც აიმაღლებს და ამ გაფუჭებულ მომენტებსაც გოლად აქცევს. მოკლედ გამოცდილი პროფესიონალის დალაპარაკება ჭირდება და ამ საკითხზე მუშაობა. დანარჩენი მისი ნიჭით ყველაფერი მაგრად იქნება
გუჯი
30 დეკემბერი 2023 01:27
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული