"აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია" - რას წერს იტალიური პრესა ხვიჩას შესახებ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-18 ტურში, "ნაპოლიმ" "მონცას" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. "პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. იტალიური მედია ქართველის თამაშს დადებითად გამოეხმაურა, გთავაზობთ მათ შეფასებებს:

"პერეირა აიძულა, რომ უხეშად ეთამაშა და მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაერღვია, რასპადორის პასის შემდეგ დარტყმა არ გამოუვიდა, მაგრამ ერთადერთი იყო, ვინც მეტოქეს ატყუებდა" - Tuttonapoli

"პარტენოპეის" რიგებიდან ყველაზე სახიფათო იყო, "მონცას" მცველები რამდენჯერმე პანიკაში ჩააგდო, თანაგუნდელებიც შესანიშნავი პასებით მოამარაგა, სამწუხაროა, რომ მომენტები გამოუყენებელი დარჩა" - Calcionapoli1926

"აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია, თუმცა გადამწყვეტ
მომენტებში მკვლელის ინსტინტქი აკლია. ქართველმა სწორედ ამ კომპონენტში უნდა მოუმატოს, თუ წარმატების მიღწევა სურს. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ყველაზე მონდომებული იყო და ძალიან ბევრი ირბინა" - Eurosport-ი

"ძალიან ბევრს ეცადა, რათა მეტოქესთან განსხვავება შეექმნა. თუმცა ამჯერად არ გამოვიდა..." - Tuttomercatoweb-ი

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 7 იანვარს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.

altმაცარი: კვარაცხელიას რაგბის ეთამაშებიან, ზომებს კი არავინ არ იღებს

altხვიჩა კვარაცხელიასა და უორენ ბონდოს შორის სიტუაცია დაიძაბა [VIDEO]

altროგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "მონცასთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 12 /
ნამდვილად, კრიტიკულ მომენტებში კარში დარტყმაზე უნდა ივარჯიშოს, ბევრი გამოუყენებელი მომენტი დაუგროვდა.
დრიბლინგს შარშანდელივით ვეღარ განახორციელებს, რადგან შარშან არ იცნობდნენ და ასე ბინძურად არ ნადირობდნენ, თუ გატის თავში დარტყმას არ ჩავთვლით. ხანდახან ცოტა ზედმეტად ატარებს ბურთს და კარგავს.
ზოგადად, ნაპოლის კარში გატანა უჭირს, ეს სპალეტის დროს დაეწყოთ, ბოლოსკენ, პირდაპირ მეკარეს აძლევდნენ ხელებში.
ხათუნა
13:45 30-12-2023
1
ძლივბს,ობიექტური შეფასებები გამოჩნდა.
სოსო
12:59 30-12-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული