"კვარაცხელიაზე კამათიც არ ღირს"- ფედელემ ქართველზე ისაუბრა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და ფაბიო კანავაროს აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში "ნაპოლისა" და "მონცას' მატჩი (0:0) შეაფასა. მისი თქმით, "პარტენოპეის" რიგებიდან გამორჩეული მატჩი ერთადერთმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩაატარა.

"ნაპოლის" ფეხბურთელები საკუთარ თავებს არ ჰგვანან. რა იყო დადებითი? ამაზე კამათიც არ ღირს - ხვიჩა კვარაცხელია ქართველი "მონცასთან" ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, შეტევაში კარგად მოქმედებდა და რამდენჯერმე კარგი მომენტიც შექმნა.

ცხადია, ახლა მთელი პასუხისმგებლობა დე ლაურენტისს ეკისრება, თქვა რომ 3-4 ფეხბურთელის ყიდვას გეგმავს? თქვენი აზრით, ამას ნამდვილად გააკეთებს? საჭიროა, რომ
სატრანსფერო კუთხით კომპეტენტურ ადამიანებს მოუსმინოს", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 23 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

altრატომ მოხვდა დე ლაურენტისისთვის ჩასარტყმელი წიხლი კვარაცხელიას საზარდულში?

alt"ხვიჩაზე რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის უარს? "ბარსელონაც" იქნება და "მანჩესტერიც", გვაცადეთ!" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული