მიქაუტაძე: "მეცში" დაბრუნებით ბედნიერი ვარ და ეს სიყვარული მაღელვებს

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის "აიაქსიდან" იჯარით კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით დაბრუნება "მეცმა" თავისი საიტით დაადასტურა.

ქართველმა თავდამსხმელმა პირველი კომენტარი გააკეთა: "აქ დაბრუნებით მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც "აიაქსში" წავედი, ბევრი შეტყობინება მივიღე და ბოლო დღეებში კიდევ უფრო მეტი შეტყობინება მომივიდა.

მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რადგან მთელი ეს სიყვარული ძალიან მაღელვებს. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ "მეცის" მაისურს მოვირგებ და მოუთმენლად ველი ამ მაისურით გულშემატკივრების წინაშე გასვლას".

მკითხველის კომენტარები / 12 /
გვიყვარხარ გიორგი. წარმატებები!!!
აბო
00:12 05-01-2024
0
რა გჭირთ არ მესმის, რა გარემოში იზრდებით?!სად ცხოვრობთ?! ბევრი გვყავს ესეთი დონის გუნდში ფეხბურთელები? იმის ნაცვლად რომ გავამხნეოთ ბიჭები და გვერდში დავუდგეთ,შეიძლება სულ კრიტიკული კომენტარები ვწეროთ?! გუშინწინ მამარდას თამაშზე წავიკითხე კომენტარები,გადარევა შეიძლება,რა გიხარიათ ბურთი აიღოო, აბა რას ელოდებით მამარდასგან?! კაცი უნდა მოატყუოს და საგოლე გააკეთოს ან გოლი შეაგდოს?! მეკარემ ბურთი უნდა აიღოს,თავდამსხმელმა შეაგდოს და ა.შ. ხომ არავინ გექაჩებათ ენაზე,ვერ ხვდებით რომ ესეთი კომენტარებით კარგს არაფერს უკეთებთ ბიჭებს?! მაგრამ სავარაუდოდ ვერ ხვდებით,რადგან ეგეთ გარემოში ხართ გაზრდილები,როცა თითოეულ თქვენ ქმედებაზე მხოლოდ უარყოფით შეფასებას იღებდით მშობლებისაგან,მასწავლებლებისგან,მხოლოდ დასჯა და კრიტიკა,არანაირი წახალისება.ერთხელ ცხოვრობთ და ისიც ნეგატივში,არაა ეგ კარგი.
საქართველო
05:21 05-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული