გოგლიჩიძე დღეს "ემპოლიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

AutoSharing Option
calciostyle-ს ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელმაც "ტორპედო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, უკვე იტალიაშია და დღეს "ემპოლიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ამის შემდეგ "ემპოლი" გოგლიჩიძეს 3.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და ის მაშინვე შეუერთდება აურელიო ანდრეაცოლის გუნდს. თუმცა, tuttomercatoweb-ის მტკიცებით, საბუთების მოწესრიგებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

"ემპოლი" 18 ტურის შემდეგ 13 ქულით სერია A-ში მე-19 ადგილზეა და 7 იანვარს "მილანს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ზოგი რა პრიმიტიულად აზროვნებს გამაგიჟებს ეს ხალხი... რა ვინმეს ეჭვი ეპარება რომ თავიდან ესეც სკამზე იქნება?! ზაფხულამდე რამდენიმე თამაშიც რომ ითამაშოს მშვენიერი იქნება, შეეჩვევა ბევრ რამეს ისწავლის, მთავარია ემპოლიმ შეინარჩუნოს ადგილი სერია A ში.
Givi
10:43 05-01-2024
1
ღმერთმა ხელუ მოუმართოს.ადაპტაცია შესაძლებლად სწრაფად გაევლოს და მძლავრი თამაშით გამოეჩინოს თავი.ო რა გაგვიხარდება?!!!
ბრაზი
11:43 05-01-2024
0

სიახლეები პოპულარული