უსახური "ნაპოლი" "ტორინოსთან" განადგურდა და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A- ს მე-19 ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ტორინოსთან“ 0:3 დამარცხდა.

დებიუტში ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები არ იქმნებოდა, სტუმრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ, პირველი შანსი მასპინძლებს მიეცათ, მაგრამ ვლაშიჩმა 21-ე წუთზე მიზანს ვერ უწია. შემდეგ შესანიშნავი შანსი „ნაპოლის“ ჰქონდა, როდესაც რასპადორის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია. უნდა აღინიშნოს, რომ ტურინელები უკეთ გამოიყურებოდნენ, მეტოქის გარემარბები კვარაცხელია და პოლიტანო განეიტრალებული ჰყავდათ, შეტევაშიც უფრო აგრესიულად მოქმედებდნენ და სანაბრიამ გოლინის კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული „ნაპოლის“ ახალწვეული მცველი მაცოკი მსაჯმა უხეშობისთვის გააძევა,
ცოტა ხანში გოლინის ვლაშიჩმა გაუტანა და მაცარის გუნდის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მერე სანაბრიამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო ბონჯორნომ მესამე გაიტანა. 76-ე წუთზე „ტორინოში“ შეცვლაზე საზონოვი შევიდა. კაცნაკლული „ნაპოლი“ იერიშზე გადავიდა, ხვიჩას გატანა მეკარემ არ დაანება და შეხვედრა 3:0 დასრულდა.

„ნაპოლი“ 28 ქულით მეცხრე ადგილზეა და 13 იანვარს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. „ტორინო“ კი 27 ქულით მეათე პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას იმავე დღეს გასვლაზე „ჯენოასთან“ ჩაატარებს.

ტორინო. „ოლიმპიკო დი ტორინო“
ტორინო - ნაპოლი 3:0
გოლები: 1:0 სანაბრია (43), 2:0 ვლაშიჩი 52), 3:0 ბონჯორნო (66)
გაძევება: მაცოკი (49, ნაპოლი)

მკითხველის კომენტარები / 57 /
ევროპაში დაუმსახურებლად საუკეთესოებში არავინ დაგასახელებს!
დაუმსახურებლად იატალიაში საუკეთესოდ არავინ გაღიარებს!
ისე რომ დავუკვირდეთ გუნდის კარგი ფეხბურთელი (მარტო ხვიჩაზე არაა საუბარი) ან მწვრთნელი შესაბამისად თუ არ ფასდება ის გუნდი "შესაბამისად ისჯება"!
ეს ემართება ნაპოლის!
ადრეც დავწერე: ხვიჩა იარე შენი გზით! და ამას დავამატებდი არ დააკლო ვარჯიში და მონდომება!
დამნახავი დაინახავს და დაუნახავი კი ...
წარმატებები ხვიჩას!
მრავალ შობას დაგასწროთ ბიჭებო!
თემური
21:17 07-01-2024
6
აი აქ რომ კომენტარებს დებენ - პასს არ აძლევენ,მაინც ყველას სჯობია და რადგან მესიმ ხელი ჩამოართვა აწი ყველაფერი იქნება...აი ასეთი უმრავლესობის ხელში რომ არის საქართველო , ამიტომაც გვაქვს ასე დანძრეული და არაფერი კარგი წინ არ გველის.
ფეხბურთი ( ჭადრაკისგან განსხვავებით) სულ აქტიური თამაშის 10-12 წელს შეიცავს( კი არის გამონაკლისები მესის და რონალდოს მეთაურობით, მაგრამ ძალიან იშვიათად). თუ კვარაცხელია ასეთი თამაშით და ასეთ კლუბში ფიქრობს რომ რაიმე კარგი პერსპექტივა ელის,მაშ ძალიან ცდება. ჯუღელიც უნდა მოიკვეთოს და ოჯახის სხვა მრჩევლებიც. რა თანხა დაუჯდება? არა აქვს მნიშვნელობა. უნდა შეიცვალოს მთლიანად საქმისადმი მიდგომა და დარმსგავსოს პროფესიონალ სპორტსმენს და არა პოსტსაბჭოთა ეპოქის ფუთბოლისტს.
Walter White
22:14 07-01-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული