საბა გოგლიჩიძე "ემპოლის" ფეხბურთელი გახდა - იტალიური მედია

AutoSharing Option
იტალიური გამოცემები იტყობინებიან, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე "ემპოლის" ფეხბურთელი გახდა.

"ემპოლიმ" გოგლიჩიძეს 3+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა, გუნდს მალე შეუერთდება, თუმცა შეიძლება თამაში გაზაფხულიდან დაიწყოს, რათა ადაპტაცია უკეთ მოახერხოს. კლუბს ჯერ ტრანსფერი არ დაუდასტურებია.

აღნიშნულია, რომ თანამემამულეს რეკომენდაცია "ემპოლის" ყოფილმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ გაუწია.

"ემპოლი" დღეს საკუთარ მოედანზე "მილანთან" 0:3 დამარცხდა, 19 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 13 იანვარს სტუმრად "ვერონას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ისე რომ დავფიქრდები ამ პატარა ქვეყნიდან ზოგი ევროპაში მიყავთ ჩინეთშიც კი ამერიკაში მეზობელი ქვეყნები ბოღმით სკდებიან ალბად და არამარტო ევროპაშიც ბევრს შურს ჩვენი
ემიგრანტი
23:58 07-01-2024
16
Bs-ს:ემიგრაციაში ერთი წინადადება ვისწავლე,შენისთანებს მოუხდება-იდი ნაჰუი
ემიგრანტი
16:24 08-01-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული