კვარაცხელიას ჩანაფიქრი თანაგუნდელებმა ვერ გაშიფრეს - სისტემური პრობლემების პიკი...

AutoSharing Option
არსებობს მატჩები, რომლებიც დეტალურ ტაქტიკურ განხილვას მოითხოვს, "ნაპოლის" "ტორინოსთან" (0:3) მარცხი კი ამ კატეგორიიდან არ ყოფილა. სისტემურმა პრობლემებმა, რაც სეზონის დასაწყისიდან სახეზეა, თავის პიკს მიაღწია...

ნეაპოლური გუნდი, გაძლიერების ნაცვლად, დღენიადაგ სუსტდება. ახლა ამას აფრიკის თასზე ანგისა/ოსიმენის წასვლაც დაემატა და ამ ფონზე მიღებული შედეგები სავსებით ლოგიკურია. ის, რაც იტალიის მოქმედი ჩემპიონის თავს ხდება, პარალელს მარკესის "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკასთან" გვავლებინებს. აქ პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ზუსტად იცის, მის ქმედებებს რა შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ სიტუაციის შესაცვლელად არაფერს აკეთებს. ან რაც გააკეთა, მაგალითად, მწვრთნელის შეცვლა,
უკეთესი არაფრით გამოდგა... კიდევ ერთი შედარება იმ ხალხთან შეგვიძლია, რომლებიც ამ ერთგვარ სეირს სიამოვნებით უყურებენ, მათ შორის, საქართველოშიც. ამ დროს იოლია, ყველაფერი ერთ ფეხბურთელს დააბრალო, თუნდაც ეს საკუთარი თანამემამულე იყოს და ობიექტური მოცემულობები არ გაითვალისწინო. სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში ანალიზი მართლაც რთულია, როცა რგოლებს შორის კავშირი ასე მოშლილია, შეცვლის რესურსი კი არ ჩანს...

პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, როცა ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში მახვილგონივრულ პასს აკეთებდა, თანაგუნდელებმა კი მისი ჩანაფიქრი ვერ "გაშიფრეს". ამ დროს კიდევ უფრო საგრძნობი გახდა, რომ "კვარას" ადგილი ასეთ დასუსტებულ გუნდში აღარაა. ქართველ გარემარბს საკუთარი საუკეთესო თვისებების გამოვლენა, რა თქმა უნდა, გაუჭირდება, როცა გუნდი მისთვის სივრცეების გათავისუფლებას და 77-ე ნომრის ეფექტურად გამოყენებას ვეღარ ახერხებს. ეს სცენარი ზაფხულში უკვე წარმოდგენილი გვქონდა, თუმცა ისიც ვიცოდით, ამდენი საუბრის მიუხედავად, ჩვენებურს ასე მარტივად კლუბის გამოცვლა გაუჭირდებოდა. ასე იყო ოსიმენის შემთხვევაშიც - დე ლაურენტისს თავისი მიზნები აქვს, მათ შორის, ფინანსურიც. ახლა ეს ამბავი კიდევ უფრო გვადარდებს. რა თქმა უნდა, ხვიჩას შეფასება ინდივიდუალურად ხდება, მაგრამ ამ საერთო სიტუაციაში მისი შესაფერისი ტრანსფერი უფრო რთული უნდა იყოს... ან იქნებ უფრო მარტივადაა საქმე - "ნაპოლის" ხელმძღვანელობა მაქსიმალურად დიდი თანხის მიღებას მომავალ ზაფხულშივე შეეცადოს. ახლა კვარაცხელიამ საკუთარ თავს უნდა აჯობოს, განწყობა გაიუმჯობესოს და მაქსიმალურად პროდუქტიული სეზონი "დადოს", საშუალოზე დაბალი დონის გუნდიდანაც კი...

Sportall.Ge

ჩვენი მთავარი საფიქრალი ხვიჩაა და მართლაც ბევრს ადარდებს, რა შეიძლება მოხდეს და როგორ განვითარდება მისი კარიერა.

"მაგრამ ლექსი გადურჩება
იმ ძველ ნააჩრდილარს?
სახედარზე წითელ ბოლოკს
და ჭიანურს მტირალს...
მაშ, რა ვუყოთ, პოეტებო,
ამ თბილისის დილას."

ეს სტროფი გიორგი ლეონიძის ლექსიდანაა. ერთია ვინმეს სურვილი და მეორე რეალობა. ამ ფონზე, რა ვითარებაც გუნდის თავსაა, კვარაცხელიას ცუდი სეზონი ნამდვილად არ აქვს, მის ანგარიშზე სტატისტიკური მონაცემებიც საკმაოდ მსუყედაა, მაგრამ ის თამასა, რაც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა საკუთარ თავს დაუწესა, ახლა მას მაინც ჩრდილში ამყოფებს.

ქართველი გარემარბი ამ სიტუაციას მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა "დაუძვრეს" და მისმა კარიერამ შესაბამისი გაგრძელება ჰპოვოს. არც უმადურობა გვარგებს, "ნაპოლის" შარშანდელმა სეზონმა მისთვის ბევრი რამ მნიშვნელოვნად შეცვალა. ამის შემდეგ, ნაცვლად სტაბილურობისა და გეგმაზომიერი გაძლიერებისა, გუნდის ხელმძღვანელობა უცნაური სტრატეგიით წავიდა. ამ გზაზე ახლა მოტივაციაც ნაკლებია, ევროტურნირებზე გასვლაზე ფიქრი სასაცილოდ გამოიყურება. იქნებ მთელი ყურადღების გადატანა ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება, სადაც "ბარსელონას" სახით სერიოზული მოწინააღმდეგეა. ერთი ტიტულის შანსი ისევაა, 18 იანვარს იტალიის სუპერთასისთვის პირველი ბარიერი "ფიორენტინასთანაა", რასაც "ინტერი" ან "ლაციო" მოჰყვება".

ნეაპოლში სიხარული უნდა დაბრუნდეს!..

altუსახური "ნაპოლი" "ტორინოსთან" განადგურდა და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა [VIDEO]

alt"ნაპოლის" ტიფოზები გადაირივნენ - ფეხბურთელებს ლაპარაკი აუკრძალეს და გუნდი გასახდელში გამოიკეტა

მკითხველის კომენტარები / 34 /
სტატიას როგორც ყოველთვის მოწონება. კეთილგანწყობილი და ზომიერია, ვაი პატრიოტოზმის გარშე, და რაც მთავარია საფეხბურთო რეალიების, ფაქტების ანალიზს ეფუძნება და არა მარტივად საკუთარი სურვილების საჯარო პროეცირებას, რაც ტრადიციულად ახასიათებთ ამ საიტის მასხარების'სიძულვილის' ენას, რისი შეფასებების ერთადერთი კრიტერიუმი არსებობს: სასურველის ვერ გარჩევა სინამდვილისგან, ფაქტებისგან, სოციალურ მეცნიერებაში 'პრელოგიკური მენტალიტეტის' ცნებითაა ცნობილი, და პირველყოფილ მდგომარეობასთან ახლოს მდგარ ხალახებში ნორმალური მდგომარეობაა. მაგრამ ნორმალურ ადამიანებს მივმარტავ, ჩვენს მოქალაქეებს მიუხედავად პოლიტიკური თუ ეროვნული მიკუთვნებულობისა. ხვიჩა თავის თამაშს იპოვის აუცილებლოლად, და ეს სლაპარაკოც არ არის აქ, მაგრამ თქვენ მოკლე მეხსიერებას ნუ გამოიჩენთ, და გაიხსენეთ ხვიჩამ რა სიხარული მოუტანა ფეხბურთის მოყვერულებს ჯერ ნეაპოლში, მერე იტალიასა და საერთაშორისო ასპერეზზე, და განსაკუთრებით ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებს და ეს ყველაფერი 22 წლის ასაკში, და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია! იგივე ეხება ჩაკვეს. ადრეც ვწერდი, თუ მოუმატებს მეთქი თამაშს მაგის წინააღმდეგ აგორდება მეთქი შავი პიარი, და ეგრეც არის. მაგრამ თქვენ გაიხსენთ როგორ ათრია ჩვენი ნაკრები თითქმის მარტომ და ეს თავდადება დაუფასეთ. ადამიანურად თვენთვისვე უკეთესი იქნება.
გიორგი
17:18 08-01-2024
5
ლორიენტესი
ყველაფერში დამნაშავე
1.სპალეტი- მისი მიზეზით გაიქცა
2.თითქმის ყველა ფეხბურთელი ანერვიულა და მათ თავი შეაძულა
3.საკვანძო დამცველი გაყიდა ამით დაცვას საძირკველი გამოაცალა
4. განსაკუთრებით კვარას აწყენინა, ტრაკზე რომ ეკოცნა სულ, იმის მაგივრად !!!
მგონია საკმარისია
თენგო
14:22 08-01-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული