"შევცდით, როცა კვარაცხელია კაკას შევადარეთ" - დი კანიო

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ "ტორინოსა" და "ნაპოლის" 3:0 მატჩის შემდეგ Sky Calcio Club-თან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, გუნდს ხასიათი აკლია და ეს პრობლემა სწრაფად უნდა გამოსწორდეს.

"ეს ნამდვილად კატასტროფაა. თუმცა არ ვიყავით მართლები, როდესაც ლობოტკას ახალი ინიესტა ვუწოდეთ, კვარაცხელია კი კაკას შევადარეთ. "ნაპოლიმ" წარმატებას იმ ფეხბურთელებით მიაღწია, რომლებსაც აქამდე არაფერი ჰქონდათ მოგებული. თუმცა მაშინ მათ სპალეტი ჰყავდათ. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ გუნდს ლიდერი არ ჰყავს.

დი ლორენცო შეშინებულია, ნათანმა კი კიმ მინ-ჯეს შეცვლა სათანადოდ ვერ
მოახერხა", - განაცხადა დი კანიომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

alt"გაკვირვებული ვარ" - დი კანიომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

alt"ჭირვეულია და გამაღიზიანებელი" - დი კანიომ ოსიმენი გააკრიტიკა

alt"რაც მან გააკეთა, საგანგაშოა" - დი კანიო ოსიმენზე

მკითხველის კომენტარები / 35 /
წინა წლის აშკარა ჩემპიონი და ეხლა მეცხრე ადგილზე? მართლა რაღაცაშია საქმე.
გულშემატკივარი
10 იანვარი 2024 07:48
0
დი კანიო, ისწავლე ფეხბურთი, მერე წერე სისულელეები.
.
10 იანვარი 2024 07:26
6
როგორ დაემთხვა დროში და ყველა მედროვე პროფესორი ერთად როგორ შეიკრიბა, თუ მართლა ფეხბურთი უყვართ ხელი შეუწყონ და გაამხნევონ ფეხბურთელები სვავებივით რომ არიან მისეულები ამ გუნდს და პატარა ბიჭებს უნგრევენ ფსიქოლოგიას. ხვიჩას გარეშე შარშან ის ტრიუმფიც არ და ვერ იქნებოდა, მაგან შეიტანა მუხტი იმ გუნდში, რომელშიც მთავარი ვარსკვლავები გაყიდა გუნდის პრეზიდენტმა და ახლა ვაჭრობს იმაზე, რომ 2-3 მილიონით ნაკლები გადაიხადოს ფეხბურთელში თუ მწვრთნელში. ხვიჩას ფასი 7-ჯერ იყო გაზრდილი, ოქროს ბურთზეც იყო ნომინირებული, მაგრამ თავისმა გუნდმა არანაირი მოტივაცია არ მისცა, მისი წვლილიც კი არ დააფასა გუნდის გაჩემპიონებისას და ახლა კრახს რომ განიცდის გუნდი ყველაფერი ამ ბიჭს აკიდეს მხრებზე. მიუხედევად ყველაფრისა, ქართულ ფეხბურთს რაც წაადგება ისაა, რომ ხვიჩამ თავი არ დაზოგოს, ივარჯიშოს, ფსიქოლოგიურად გაძლიერდეს, მსაჯთან არ იკამათოს და ამ სიტუაციაშიც ზრდა გააგრძელოს. იმ ქართველს კიდევ რა ვუთხარი, ვინც იმის ნაცვლად რომ რამენაირად მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს, როგორც ქართველის და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მიმართ კომენტარებშიც კი დასცინის სოც.ქსელებში.
თემო
09 იანვარი 2024 23:38
3
უმადურები
zviadi
09 იანვარი 2024 22:53
1
დი კანიო. ვაი შენ პატრონს.როგორც ფეოლა იტყოდა.
Vano
09 იანვარი 2024 21:55
6
დაუყენეთ ისეთი ფეხბურთელები კვარას გვერდით, როგორიც კაკას ყავდა(ზეედორფი, შევჩენკო, ინძაგი, პირლო, გატუზო მილანში) ნუ ბრაზილიის ნაკრებზე აღარეფერს ვამბობ და მერე ადარეთ ერთმანეთს, ხვიჩა ბურთს, რომ კარგავს ეგრევე გოლს უშვებს ნაპოლი და ყველა ხვიჩას აბრალებს იმას არავინ ამბობს დაცვა რომ დირკაა, კაკა ბურთს, რომ დაკარგავდა ეგრევე ეცემოდა მეტოქეს გატუზო, პირლო, ამბროზინი და უკან მიაწვდიდნენ და აგრძელებდა შეტევას, წინ გაიხედავდა და ინძაგი და შევჩენკო მზად იყო პასის მისაღებად, ასარჩევად ქონდა საქმე, უკან კიდე ნესტა და მალდინი, რომ იდგა და უკან, რომ არ უნდა გამიკიდებოდა დაკარგულ ბურთს ეგ კიდე ცალკე ფუფუნება იყო.
სოსო
09 იანვარი 2024 19:33
6
როგორ მომენატრა მაგ ფორმაციის მილანი❤️
სოსო-ს
09 იანვარი 2024 20:50
2
100% ეგრეა ! კაკას რომ ეგეთი თანაგუნდელები არ ყოლოდა და ახლანდელ ნაპოლიში ეთამაშა იქნებოდა მაქსიმუმ ზელინსკის დონე !
zura222
09 იანვარი 2024 20:38
5
კვარა ეს კომენტარი გამოიყენე მოტივაციისთვის!!!შენ დიდი ქამბექები გეხერხება
ნინი
09 იანვარი 2024 19:18
3
დი კანიო ჯაან დრო მოვა და ხვიჩას კაკას კი არა მესის და მარადონას შეაფარებენ და კიდევ მოვა დრო და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს ხვიჩას შეადარებენ !
zura222
09 იანვარი 2024 18:05
21
თანამედროვე ფეხბურთში, კი ხიხო ხოხ!
გულშემატკივარი
10 იანვარი 2024 07:35
0
აბა რა ,18 წლისაა , აწი იწყებს გაფურჩქვნას
ხოხ
09 იანვარი 2024 19:21
19
ყველა გამოხმაურება
ვინც ხვიჩAს ცუდ თამაშს და ჩაგდებულ სეზონს მისი დაბალი ხელფასით ხნით უფრო უარეს შეურაწყოფას რომ აყენებთ ვერ ხვდებით?
დავითი
09 იანვარი 2024 17:44
5
კაკაც ვეღარ იყო კაკა, მას შემდეგ რაც რეალში გადავიდა, ან თუნდაც მილანში, რომ დარჩენილიყო მას შემდეგ რაც შევჩენკო და სხვა ლიდერები წავიდნე იზამდა რამეს მარტო კაკა?
ეეე
09 იანვარი 2024 17:20
3
2007 წელს შევჩენკოს გარეშე მოიგო კაკამ და მილანმა ლიგა,სხვა საქმეა,რომ ის "მილანი" რომ ანჩელოტის გაკეთებული გუნდი იყო და ვინც მილანიდან წავიდა,ყველამ ჩაისვარა სხვა გუნდებში,ეგეც აღსანიშნავი ფაქტია.შევჩენკო ჩელსიში ჩაფლავდა,კაკა მოურინიოს "სვარკა" რეალში ჩაიკარგა
2007
09 იანვარი 2024 20:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული