"ტორინოსთან" 0:3 წაგების შემდეგ "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდი 13 იანვარს "სალერნიტანასთან" მატჩამდე სასტუმროში გამოკეტა, თუმცა calcionapoli24-ის ცნობით, დღეს ფეხბურთელებს რამდენიმე საათით ტაქსით სახლში წასვლის ნება დართო.
"კორიერე დელო სპორტი" წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ვიქტორ ოსიმენზე ნათქვამმა შეიძლება ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს. ამიტომ ნიგერიელის აფრიკის თასიდან დაბრუნებისთანავე დე ლაურენტისი მათ შეახვედრებს და სიტუაციას თავად დაარეგულირებს.
"რეპუბლიკა" აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ოსიმენს ხელფასი 10 მილიონ ევრომდე გაუზარდეს, ხოლო კვარაცხელიას გასამრჯელო ისევ 1.4 მილიონია, მსგავსი უთანასწორობის გამო რეაქცია
მოსალოდნელი იყო.
ასე რომ, არაა გამორიცხული, ჯუღელის გამონათქვამი გააზრებული და მიზანმიმართული გახლდათ.
ნაპოლიში ხვიჩა წაიყვანა სანქციებმა.
ჯუღელმა ხვიჩა რუბუნში წაიყვანა.
ნუ ეხლა პირდაპირ კლუბის პრეზიდენტს ვერ გალანძღავდა და სიმართლე ითქვას არც დიდად აღმაშფოთებელი რამე უთქვამს!