ხვიჩა იტალიაში ყველაზე მეტად დაზარალებულია

AutoSharing Option
Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით, "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში ყველაზე დაზარალებული ფეხბურთელია.

მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატზე კვარაცხელიაზე მეტოქეები 51-ჯერ დაჯარიმდნენ. 48-ჯერ დაჯარიმდნენ მატია ძაკანიზე (ლაციო), 41-ჯერ კი - ლუის ფერგიუსონზე (ბოლონია).

სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ამას წინათ "ნაპოლის" მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ, როდესაც განაცხადა, რომ ქართველი მსაჯების მიერ მეურვეთა უხეშობისგან დაცული უნდა იყოს.

"ნაპოლის" სხვა ფეხბურთელები აღნიშნულ "რეიტინგში" მოხსენიებული არ არიან.

altტაქსით სახლში - დე ლაურენტისი კვარაცხელიას და ოსიმენს შეახვედრებს

alt"კვარას" აგენტზე ამის თქმა შემიძლია" - ოსიმენის ინტერვიუ და ნიგერიელის სამომავლო

გეგმები

alt"ორივე მხარე ტყუის, მაგრამ მთავარი დამნაშავე სულ სხვაა" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ოსიმენისა და ჯუღელის განცხადებებს გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეხლა აგენტმაც დააზარალა, ნუ ჯუღელის სკანდალშიც შეიძლება დაინახოს ბენეფიტი ადამიანმა და ყველამ კარგად იცის ეს თემა რატომაც "აიწია" პერეგავორასაგან, ყველას ეწყინება 2 თანაბარი ლეველის მოთამაშე და ერთს ხელფასი 10 ლიმონი მეორეს კი 1 ლიმონი, ადამიანში კი ყველაზე მეტად რაც სიძულვილს იწვევს ეს უსამართლო მოქცევაა/მოპყრობაა მის მიმართ, ვერცერთი ადამიანი ვერ ეგუება შინაგანად ამას ეს დაუწერელი კანონია. ნუ სერია ა-ს კატენაჩო ..... ..... კიდე, ლეაოს, კიეზას ლუქმენს ბერარდის ლაუტაროს თუ სხვა იქაურ მოიერიშეებზე რატო არ მიდის ესე "ცელებით" ნადირობა? ბიჭი ჩავიდა შარშან და იტალიის მთავარ ლიგაში "ედემის ბაღი გააშენა" და ამ ნაჯახებმა ბულდოზრებით დაიწყეს მისი მონგრევა. იქეთ უსამართლო ხელფასი აქეთ მოკლებული სისწრაფე/სისხარტე რისი მიზეზიც დიდ წილად ამ დაუფასებლობის ექოს ამოძახილიცა, თან გუნდი "სულიერად", ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად დაცემულია ნუ ერთი სიტყვით რთულ პერიოდს გადის ჩვენი ხვიჩა მაგრამ თუ მაღალ მწვერვალზე ადიხარ შენ ერთხელ მაინც მოგიწევს გრიგალის ან ზვავისგან თავის არიდება იქ რომ საბოლოოდ ახვიდე კენწეროში.
Charley
01:37 12-01-2024
2
პირველ რიგში კვარას მადლობა ყველაფრისთვის! რაც გაუკეთებია,რასაც აკეთებს და რასაც გააკეთებს.
დანარჩენს დრო გვიჩვენებს!
მეც ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჯუღელს მსგავსი რამ არ უნდა ეთქვა . სხვანაირი ფორმულირება შეიძლებოდა ამ ყველაფრის.
საწყენი ის არის, რომ კარგი მეგობრები არიან კვარა და ოსიმენი(როგორც ვიცით). იმედია, მათ შორის ყველაფერი მოგვარებულია ან მოგვარდება….
დანარჩენს რაც შეეხება - ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და ამას ყველას გვაჩვენებს
ხომ ერა
03:27 12-01-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული