მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" მნიშვნელოვანი მატჩი წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მე-18 ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ტულუზასთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდში „აიაქსიდან“ იჯარით დაბრუნებული გიორგი მიქაუტაძე მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ შეუცვლელად ათამაშა. ის ურიგოდ ნამდვილად არ გაისარჯა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.

ორივე გუნდი ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. პირველ ტაიმში სტუმრები ვენსან სერომ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით დააწინაურა. შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო მათი მცველი კრისტოფ ერელი გააძევა. კაცნაკლულმა „მეცმა“ შეტევები გააგრძელა, ისმაელ ტრაორემ თავით ბურთი
ხარიხას გაარტყა, ხოლო დამატებაზე მიქაუტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება. გიორგი ბევრს მოძრაობდა, დაცვასაც ეხმარებოდა და სწრაფი კონტრიერიშისას უორენ კამანსის ყვითელი ბარათი მიაღებინა. ბოლოს "მეტცი" შტურმზე გადავიდა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და მარცხი განიცადა.

„მეცი“ 16 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 27 იანვარს გასვლაზე „ნიცას“ დაუპირისპირდება.

მეცი. „სენ-სიმფორიენი“
მეცი - ტულუზა 0:1
გოლი: სერო (12, პენ)
გაძევება: ერელი (72, მეცი)

მკითხველის კომენტარები / 7 /
მიქაუტაძე,აქ გაცილებით შინაურულად გრძნობდა თავს,ვიდრე აიაქსში.მალე დაიწყებს,გოლების გატანას.მეცმა ძალიან უაქზროდ აიკიდა,პენალტი.მეცის ცენტრალური თავდამსხმელი ჩამოვიდა დაცვის დასახმარერბლად და საჯარიმოში შესულ მეტოქესთან გარედან სცადა ბურთის ართმევა,თანაც პირდაპირ ფეხში მიარტყა,უკანიდან.დაცვაში თამაშისას,კარის მხრიდან უნდა ეთამაშო შემტევს,რომ დარტყმის,ან ჩაწოდების საშუალება შეუზღუდო.ამას,სკოლაში გვასწავლიდა,ჩვენი ფიზკულტურის მასწავლებელი.ფაქტია,რომ თანაგუნდელები ენდობიან და ბურთს აწვდიდნენ.მალე სრულად აღიდგენს,მათთან სათამაშო კავშირებს და სრულ ურთიერთგაგებას
სოსო
20:43 14-01-2024
1
ძალიან მაგრად ითამაშა.მოუხდა სახლში დაბრუნება.
დავით ს
22:42 14-01-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული