კიდევ ერთი ქართველი "შახტარში" - თბილისის "დინამო" ტრანსფერის სანაცვლოდ 700 000 ევროს მიიღებს

AutoSharing Option
უკრაინული პრესის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" 19 წლის მცველი ლუკა ლაცაბიძე კარიერას "შახტარში" განაგრძობს.

ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელი დონეცკურ გუნდთან ერთად თურქეთში საწვრთნელ შეკრებას გადის და წესით, მალე კონტრაქტის გაფორმებასაც წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს.

ირკვევა, რომ ლაცაბიძე უკრაინულ გუნდში შესაძლო იყო, გასულ ზაფხულსაც გადასულიყო, მაგრამ მაშინ შეთანხმება ვერ შედგა, ახლა კი თბილისის "დინამო" ფეხბურთელის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, 700 000 ევროს მიიღებს. ის დედაქალაქური გუნდის აღზრდილია და გასულ სეზონში მხოლოდ 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

შეგახსენებთ, რომ დონეცკური კლუბის ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი: გიორგი გოჩოლეიშვილი
და ირაკლი აზაროვი, უკვე იცავს.

"შახტარი" თურქეთში 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მარიო პუშიჩის გუნდს კი ოფიციალური მატჩი 15 თებერვალს ჰამბურგში ელის, როდესაც ევროპის ლიგის 1/16-ფინალში "მარსელს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
Რუსეთში იშოვება ფული ადვილად? Ე.ი. მთავარია რუსეთში რო წახვიდე მილიონერი უეჭველი გახდები?გენაცვალე აზროვნებაში.რუსეთი სიზმარში მაინც თუ გინახია?
vava-Ს
20:04 16-01-2024
0
კვარა-მამარდას გაშვებით 50 და 100 მილიონი დაკარგაო რომ ამბობთ, ვინმეს გაქვთ ილუზია საქართველოში დარჩენის შემთხვევაში ამ დონეზე (თუნდაც 20/30 %-ით) განვითარდებოდა რომელიმე? თუ ესეთი მარტივი არის გუნდის აწყობა სხვა რატომ ვერ აკეთებს?? ფიფიამ რომ თქვა გავყიდიო რატო არავინ გამოთქვა ყიდვის სურვილი?? შორიდან ადვილია ხო :D არგაუშვა უცხოეთშიო ვინც ამბობთ, კითხეთ ამა ფეხბურთელებს, რეალურად უნდა იმ ახალგაზრდას 22-23 წლამდე საქართველოში დარჩენა?? რას ფიქრობთ დავითაშვილი-კვარაცხელია დარჩებოდნენ მაგდენ ხანს საქართველოში (რატო არგააგრძელეს კონტრაქტი)?? ჩაკვეტაძეს ჰქონდა დარჩენის სურვილი?? სიგუას რამდენ ხანს ექნებოდა მოტივაცია რომ არგაეშვათ?? ფეიქრიშვილს აქებენ ეხლა, რა პირობებიც გინდა შესთავაზე და უთხარი 23 წლამდე დინამოში იყავი და მერე გაგყიდითო რას გეტყვით.
რაც შეეხება ლაცაბიძეს, არვიცი კარგად ეგ ბიჭი თუმცა ცენტრალური მცველია, სადაც თამაშობენ ხვადაგიანი-კალანდაძე, რომელიმე სკამზე რომ დაესვათ დარწმუნებული ვარ იტყოდით 21 წლამდე ევროპაზე რა კარგად ითამაშეს და ზამენაზე რატო დასვესო.
გიო
15:40 16-01-2024
1

სიახლეები პოპულარული