
წყაროს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი უკვე რუმინეთში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "კრაოვასთან" 4.5-წლიან კონტრაქტსაც გააფორმებს.
გამოცემის ინფორმაციით, მექვაბიშვილის ტრანსფერში თბილისის "დინამო" 750 000 ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ თბილისური კლუბი ფეხბურთელის სამომავლო ტრანსფერიდან 20%-საც მიიღებს.
შეგახსენებთ, მექვაბიშვილი "დინამოს" აღზრდილია. ანზორს საქართველოს ეროვნულ გუნდში 13 მატჩი აქვს ჩატარებული. "კრაიოვა" რუმინეთის ჩემპიონატში 34 ქულით მესამე ადგილს იკავებს.