ახრიკ ცვეიბა: არაფერია კრიმინალური, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში უნდა წავიდეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "ნიჟნი ნოვგოროდში" იჯარით გაშვებული 23 წლის ნახევარმცველის კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებამ და "ჯვაროსნების" რიგებში თამაშის სურვილმა, რუსი გულშემატკივრების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მას თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი ახრიკ ცვეიბა გამოექომაგა.

"მარადიშვილის სპორტული მოქალაქეობის შეცვლაში არაფერი კრიმინალური არ არის, რადგან ყველამ ვიცით, რაც ხდება. კოსტიამ თავად გამოთქვა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი. იქ ის, შესაძლოა, შესარჩევ ციკლს გაივლის, გამოცდილებას მიიღებს. ამ საკითხზე მსჯელობა ადამიანურადაა საჭირო. საერთაშორისო სიტუაცია რომ სხვანაირი იყოს, დაფიქრება შეიძლებოდა, მით უმეტეს კონსტანტინე რუსეთშია დაბადებული, ახლა კი
უნდა წავიდეს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელები მას შეისწავლიან, ხოლო შემდეგ მის გამოძახებაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მერე უკვე ყველაფერი კონსტანტინეზე იქნება დამოკიდებული. კლუბიც სარგებელს ნახავს, რადგან ბიჭი ნაკრებიდან უფრი თვითდაჯერებული დაბრუნდება, რამეთუ ეროვნული გუნდის წევრის სტატუსი ფსიქოლოგიური წნეხისგან გაათავისუფლებს", - განუცხადა ცვეიბამ "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 61 /
ეს ტიპი ერთხელ მაინც თუ დაესწრო საქართველოს ნაკრების თამაშს?
დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზორშიც არ უყურებს ჩვენი ნაკრების თამაშებს.
ქ. გ.
20 იანვარი 2024 06:52
13
აფხაზი გარიგებით ჭკუას და კიდევ ვერ გავივიათ ვაი ქართველებს, ვერ ხედავთ ლუქსემბურგელები რას არაკეთებენ ოღონდ მოიგო თბილისში.
გია
20 იანვარი 2024 10:46
6
აფხაზი ქართველი არ არის? ვინც აფხაზეთიდან არის , რა უნდა დავუძახოთ? ჩვენ ჩვენი ისტორია არ ვიცით და სხვებს ვეჩხუბებით.
დიმო
20 იანვარი 2024 12:46
1
მეც მინდა ნაკრებში თამაში. რომელ რუსულ ქალაქში უნდა წავიდე, რომ კობიაშვილმა მომაქციოს ყურადღება?
ქ. გ.
20 იანვარი 2024 08:08
14
ოცდასამი წლისაა უკვე, სადღაც ნიჭნი ნივგოროდის თუ ვერხნი მუხასრანსკის გუნდში თამაშობს და იქაც, რამდენადაც ვიცი გამორჩეული არაფრითაა, საქართველოსთან არაფერი აკავშირებს გვარის გარდა და მისთვის არც გუნდი არც გარემო მშობლიური არაა. ხოდა ასეთი ბანძი რომ გვგონია ჩვენი ქვეყნის ნაკრები , რომ სანიოლის დონის მწვრთნელის მოყვანაზე რეაქცია არ გვაქვს და ამ "ვარსკვლავს" ნაკრებში ვეპატიჟებით, უიმე რა ბედნიერებაა "ზაპასნოი აეროდრომად" რომ ჩაგვთვალა და გვიკადრაო, იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად!
არტ
20 იანვარი 2024 11:48
23
აზრის გამოთქმა მინდოდა-აღარ მინდა... დამშვიდდით ხალხო! გუშინ ნათლისღება იყო...
ლაშა
20 იანვარი 2024 19:51
1
თუ საფეხბურთო ფუნქციონერს მიაჩნია, რომ ის საქართველოს ნაკრებს გააძლიერებს რუსეთიდან ჩამოყვანილი საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელებით, მას ფეხბურთი არ ესმის.
ვინც მის მეთოდებს მიესალმება, ის ან დაქირავებული ბოტია, ან აზროვნების უნარი აქვს შეზღუდული.
ქ. გ.
20 იანვარი 2024 15:50
17
ეხლა არ ვიცი რას თამაშობს მაგრამ ორი- სამ წლის წინ თვალს ვადევნებდი და კარგი ბიჭია. თუ იმ დონეზეა და მოუმატა კიდე ნამდვილად გამოადგება ნაკრებს. წარმატებები ყველა ვარიანტში
--
21 იანვარი 2024 07:54
4
ახლა არაფერი ფეხბურთელი არაა.
გულშემატკივარი
22 იანვარი 2024 12:27
3
სანიოლი ნაკრებში თუ არ გამოიძახებწ, მაშინ რომელი ქვეყნის პასპორტს აიღებს?
ქ. გ.
21 იანვარი 2024 01:14
9
რედაქცია!!რაში გვაინტერესებს ამ კაცის აზრები??ან ამისი რა საქმეა საქართველოს ნაკრების ამბები??
ბექა
21 იანვარი 2024 00:28
5
Დიდი ხანია დავრწმუნდი, რო კიდევაც ცოტა უხოცია იმ მხედრიონს.და ის მხედრიონის აფხაზეთში შესვლა და ის ძმათამკვლელი ომიც და ის ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებლობაც თქვენი მოწყობილია.ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებელობაში 90% თქვენი წილია და 5-5% რუსების და თავად აფხაზების.ოღონდ არ გეგონათ თქვენ რო აფხაზები და რუსები თქვენც მოგადგებოდნენ რადგან მათიანები იყავით
Კოლხიდელუ-ს მოპასიხის მოპასუხეს
21 იანვარი 2024 10:17
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული