ახრიკ ცვეიბა: არაფერია კრიმინალური, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში უნდა წავიდეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "ნიჟნი ნოვგოროდში" იჯარით გაშვებული 23 წლის ნახევარმცველის კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებამ და "ჯვაროსნების" რიგებში თამაშის სურვილმა, რუსი გულშემატკივრების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მას თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი ახრიკ ცვეიბა გამოექომაგა.

"მარადიშვილის სპორტული მოქალაქეობის შეცვლაში არაფერი კრიმინალური არ არის, რადგან ყველამ ვიცით, რაც ხდება. კოსტიამ თავად გამოთქვა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი. იქ ის, შესაძლოა, შესარჩევ ციკლს გაივლის, გამოცდილებას მიიღებს. ამ საკითხზე მსჯელობა ადამიანურადაა საჭირო. საერთაშორისო სიტუაცია რომ სხვანაირი იყოს, დაფიქრება შეიძლებოდა, მით უმეტეს კონსტანტინე რუსეთშია დაბადებული, ახლა კი
უნდა წავიდეს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელები მას შეისწავლიან, ხოლო შემდეგ მის გამოძახებაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მერე უკვე ყველაფერი კონსტანტინეზე იქნება დამოკიდებული. კლუბიც სარგებელს ნახავს, რადგან ბიჭი ნაკრებიდან უფრი თვითდაჯერებული დაბრუნდება, რამეთუ ეროვნული გუნდის წევრის სტატუსი ფსიქოლოგიური წნეხისგან გაათავისუფლებს", - განუცხადა ცვეიბამ "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 61 /
რატომ ვართ ასეთი კრიტიკულები ქართველები????
ჯერ კიდევ ძაან ახალგაზრდა, ხო შეიძლება ადამიანმა ახალი გზა აირჩია და ჩვენც გამოგვადგება!
შეხედეთ გერმანიის ან საფრანგეთის ნაკრებს ყველა შავები რო თამაშობენ ..
ეს ბიჭი მამით მაინც ქართველია.
სად ყავს საქართველოს დასაკარგი ქართველები!!
ჯონი
20 იანვარი 2024 10:53
6
აი იმ შავების საფრანგეთში რომ თამაშობენ მეათედი კი არა მეასედი კლასი რომ ქონდეს მაგ ნიჟნი ნივგოროდში განათხივრებულს, ვინ ოხერი ამოიღებდა ხმას, თანაც ოცდასამი წლისაა და არა ჩვიდმეტ - თვრამეტის რომ სერიოზულად მოუმარტოს. ტიპი დღესაც ცოცხალი თავით არ ამბობს ქართველი ვარო, მამაჩემი ქართველიაო მაგასაც კი არ ამბობს, მამას ნათესავები არიან ქართველებიო. მოკლედ ჯიგარი მაგას არ აქვს და დიდი არაფერი კლასი და რაში ჭირდება საქართველოს ნაკრებს?
არტ
20 იანვარი 2024 23:49
2
აფხაზი გარიგებით ჭკუას და კიდევ ვერ გავივიათ ვაი ქართველებს, ვერ ხედავთ ლუქსემბურგელები რას არაკეთებენ ოღონდ მოიგო თბილისში.
გია
20 იანვარი 2024 10:46
6
აფხაზი ქართველი არ არის? ვინც აფხაზეთიდან არის , რა უნდა დავუძახოთ? ჩვენ ჩვენი ისტორია არ ვიცით და სხვებს ვეჩხუბებით.
დიმო
20 იანვარი 2024 12:46
1
სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო უყოყმანოდ რუსეთს აირჩევდა :(
ზურა
20 იანვარი 2024 10:16
8
ყოჩაღ ცვეიბა.სწორად ნამსჯელია.
მინდია
20 იანვარი 2024 09:34
3
არ უნდოდა ამ ბიჭს საქართველოს ნაკრები და ახლა რომ მოუნდა, უკვე გვიანი უნდა იყოს.
მამით რუსი საზანოვი დედამ ისეთ ქართველად გაზარდა, რომ გულით უნდოდა საქართველოს ნაკრებში თამაში და ეს ბიჭი მხოლოდ რუსეთის ნაკრების სანქციების გამო მოდის ახლა.
არ გვჭირდება მასეთი "ქართველი" ნაკრებში .
დავითი
20 იანვარი 2024 08:51
17
მეც მინდა ნაკრებში თამაში. რომელ რუსულ ქალაქში უნდა წავიდე, რომ კობიაშვილმა მომაქციოს ყურადღება?
ქ. გ.
20 იანვარი 2024 08:08
14
ეს ტიპი ერთხელ მაინც თუ დაესწრო საქართველოს ნაკრების თამაშს?
დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზორშიც არ უყურებს ჩვენი ნაკრების თამაშებს.
ქ. გ.
20 იანვარი 2024 06:52
13
რატომ უნდა გამოიძახონ უთამაშებელი ღრუსი საქართველოს ნაკრებში?
bordo
20 იანვარი 2024 03:14
58
მხოლოდ განუბაჟებელი სურენას გენმა უნდა იჯეჯილოს საქართველოში.
auaeo
20 იანვარი 2024 19:16
4
გაზრდილხარ გიორგი და ბაჯაღლო დამდგარხარ
გიორგი-ს
20 იანვარი 2024 11:19
4
ყველა გამოხმაურება
საბა საზონოვი სულ სხვა ამბავია, საბა ჩვენია და გვიყვარს!
ეს ბიჭი 23 წლის ასაკში მიხვდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა?!
ხომ ერა
20 იანვარი 2024 02:39
33
ერთი კარგად ითამაშოს, ერთი ორი გოლიც მიაყოლოს და უცებ შეგიყვარდება. აბა საზონოვი მეც მიყვარს მარა საზონოვი თუ გიყვარს მარადიშვილმა რა დააშავა, დედა რო ყავს სხვა ეროვნების?
მაცი ხვიტია
20 იანვარი 2024 09:51
8
არ გვინდა!!! არა!!!
ხომ ერა
20 იანვარი 2024 02:35
40
კარგი ერთი
ულვაშებიანი ქათამი
20 იანვარი 2024 10:38
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული