ახრიკ ცვეიბა: არაფერია კრიმინალური, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში უნდა წავიდეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "ნიჟნი ნოვგოროდში" იჯარით გაშვებული 23 წლის ნახევარმცველის კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებამ და "ჯვაროსნების" რიგებში თამაშის სურვილმა, რუსი გულშემატკივრების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მას თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი ახრიკ ცვეიბა გამოექომაგა.

"მარადიშვილის სპორტული მოქალაქეობის შეცვლაში არაფერი კრიმინალური არ არის, რადგან ყველამ ვიცით, რაც ხდება. კოსტიამ თავად გამოთქვა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი. იქ ის, შესაძლოა, შესარჩევ ციკლს გაივლის, გამოცდილებას მიიღებს. ამ საკითხზე მსჯელობა ადამიანურადაა საჭირო. საერთაშორისო სიტუაცია რომ სხვანაირი იყოს, დაფიქრება შეიძლებოდა, მით უმეტეს კონსტანტინე რუსეთშია დაბადებული, ახლა კი
უნდა წავიდეს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელები მას შეისწავლიან, ხოლო შემდეგ მის გამოძახებაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მერე უკვე ყველაფერი კონსტანტინეზე იქნება დამოკიდებული. კლუბიც სარგებელს ნახავს, რადგან ბიჭი ნაკრებიდან უფრი თვითდაჯერებული დაბრუნდება, რამეთუ ეროვნული გუნდის წევრის სტატუსი ფსიქოლოგიური წნეხისგან გაათავისუფლებს", - განუცხადა ცვეიბამ "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 61 /
ცვეიბას ცუდი არაფერი უთქვამს,აფხაზია კი მაგრამ პირველ რიგში კარგი ადამიანია.ითამაშოს რა პრობლემაა მაგ მარადიშვილმაც თუ გაქაჩავს.
რაც შეეხება მეგრელებს და აფხაზებს მეგრული გვარებით, ასე მარტივად არაა ხალხო ყველაფერი, საქართველოს ძალიან რთული ისტორია ქონდა და თეთრი და შავით ეს ვერ განისაზღვრება,მე მაგალითად მეგრელი ვარ გვარით და აფხაზეთიდან ვარ , მაგრამ საქართველო ჩემთვის ერთადერთი სამშობლოა , საქართველო თუ არ იქნება სხვა რაში მაინტერესებს საერთოდ,ძალიან კარგად ვიცი რომ მეგრული ინდივიდუალური ენაა და სამეგრელო გარკვეული პერიოდი დამოუკიდებელი სახელმწიფო ერთეულიც იყო ერთ დროს ,მაგრამ ყველაფრის მიუხედავად საქართველოა ჩემი სამშობლო და ის ხალხი ვინც აქ ცხოვრობს ჩემი ხალხია ,ვინც ამ იდეის ერთგული არაა ამ ჩვენს მიწაწყალზე მცხოვრებთაგან ,მაგათი ბედი არ მაინტერესებს და მაგათი ადგილი არაა საქართველოში.
დევკალიონი
18:32 20-01-2024
3
საბა საზონოვი სულ სხვა ამბავია, საბა ჩვენია და გვიყვარს!
ეს ბიჭი 23 წლის ასაკში მიხვდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა?!
ხომ ერა
02:39 20-01-2024
33
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული