ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და მაღალი შეფასება - "უოტფორდმა" გასვლაზე "ბრისტოლთან" ქულები გაიყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ჩემპიონშიფის 28-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ბრისტოლს“ დაუზავდა - 1:1.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 89-ე წუთზე შეცვალა. ქართველი კარგად გაისარჯა, რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლასაც არ ერიდებოდა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა: flashscore 7.0, sofascore 7.0, whoscored 6.8.

შეგახსენებთ, პირველ წრეში „უოტფორდი“ „ბრისტოლთან“ სახლში 1:4 დამარცხდა და ჩაკვეტაძემ ჩემპიონატზე ჯერჯერობით ერთადერთი გოლი სწორედ იმ შეხვედრაში გაიტანა.

„უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 40 ქულით
მეცხრე ადგილზეა, პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 3 ქულა აშორებს და 28 იანვარს „საუთჰემპტონს“ უმასპინძლებს.

ბრისტოლი. „აშტონ გეიტი“

ბრისტოლი - უოტფორდი 1:1
გოლები: 0:1 დელე-ბაშირუ (13, პენ), 1:1 ტვაინი (25)

altრა შეფასება მიიღო ჩაკვეტაძემ "ქუინს პარკთან" მატჩში?

alt ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" "ქუინს პარკი" დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
პირღია ბითეა თქვა სიმონ!
კ ო მ ბ ლ ე
21 იანვარი 2024 15:48
0
ჩვენი უნიჭიერესი ჩაკვე!
საბოლოოდ დაბრუნდი, გთხოვ,და სულ მალე გრანდების რიგიც დაგიდგება,რასაც შენი ტალანტი ნამდვილად იმსახურებს.
გენაცვალე მაგ ეშხიან თამაშში!
ბრაზი
21 იანვარი 2024 08:55
0
როგორ მიხარია?!!!
მერაბი
21 იანვარი 2024 08:49
0
Video (10 წუთი)
https://youtu.be/v_5jSt7M29E?si=wNGtbgceGspGRNkR
ქ. გ.
21 იანვარი 2024 04:48
0
რა სიხარულია გიოს დაბრუნება. უმატებს და უმატებს! ღმერთმა დაიფაროს ტრამვისაგან და ერთ ნაბიჯშია გუნდის ლიდერად ქცევისაგან. ეს კი დიდი ტრამპლინია მართლა მაგარი გუნდების მხრიდან ინტერესის გაჩენისაკენ. წარმატებები !
არტ
21 იანვარი 2024 00:37
0
ჩაკვე ოქრო ხარ და გატანაც დაიწყე ნელნელა
რაბუ
20 იანვარი 2024 22:45
0
უძლიერესი ლიგაა და ზოგადად ინგლისში კიდევ ყველაფერი, რაც გეხბურთს უკავშირდება, უმაღლეს დონეზეა, ფსიქოლოგიაც, ფიზმომზადებაც და თუ გინდა ადამიანთან ურთიერთობაც. ერთი თქვა ჩაკვემ, აქ დრო არ მაქვსო და ეგრევე უთხრეს, დრო გექნება შვილო, მოგვწონხარ, უბრალოდ ცოტა უნდა მოგვაძლიერებინე. და არ მოაძლიერეს?! ასეთი ჩაკვე როდის გახსოვთ?! მე მადლიერი ვარ უოტფორდის სტაფის. გიოსაც ეტყობა, რომ იქ ბედნიერია! წინ, პრემიერლიგისკენ, ბიჭებო! (ვთვლი, რომ ძალიან ძლიერი მწვრთნელი ჰყავთ, გაძლიერება ყველა რგოლს ჭირდება საპრემიერლიგოდ, მაგრამ უკეთესი თავდამსხმელი ალბათ მაინც [ირვე;ი რიგის ა,პცამაა!
ქომაგი
20 იანვარი 2024 22:35
1
რა კარგ პასებს არიგებდა და ვერაფერი შეირგეს
Psx
20 იანვარი 2024 21:59
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული