ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" გამარჯვება ხელიდან 89-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში „უოტფორდმა“ სახლში ჩემპიონშიფის მესამეადგილოსან „საუთჰემპტონთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

მატჩს 16 688 მაყურებელი დაესწრო, რომელთაგან 4 029 სტუმართა გულშემატკივარი იყო.

მასპინძლები დებიუტში საჯარიმოდან გატანილი გოლით მათეუს მარტინსმა დააწინაურა. სტუმრები ბევრს უტევდნენ და 89-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და რეგლამენტის მიხედვით გადათამაშება 10 დღის შემდეგ საუთჰემპტონში გაიმართება.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო, 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 86-ე წუთზე კი შეცვალეს. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore7.0,
whoscored 6.9, sofascore 6.7.

„უოტფორდი“ ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩში დაუმარცხებელია (2 მოგება და 4 ფრე) და შემდეგ შეხვედრას 31 იანვარს ჩემპიონშიფში გასვლაზე „შეფილდ უენსდეისთან“ ჩაატარებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 1:0 მარტინსი (5), 1:1 არმსტრონგი (89)

მკითხველის კომენტარები / 6 /
შეცვლამდე რამდენიმე წუთით ადრე,ჩაკვემ ბურთი საკუთარი საჯარიმოს წინა ხაზთან მიიღო ბურთი და კონტრშეტევაზე გაიქცა.დაახლოებით 40-50 მეტრი გაირბინა და მდევარმა მცველმა,ზურგში ხელი ჰკრა.ძლიერად არა,მაგრამ წამიერად სხეულის კონტროლი დაკარგა და შემხვედრი მცველისათვის ბურთის არიდება ვეღარ შესძლო.მსაჯმა დარღვევა გაატარა,აი აუტზე გაქცეული ბურთი,ჩაკვემ ქუსლით რომ აიგდო,მაგის გამო კი,ყვითელი ბარათიც არ დაიშურა.მთელი თამაში კარგად მოძრაობდა,თუმცა ტრავმამდელი სიმწვავე, სითამამე და კარზე დაგეშვა,მაინც არ აქვს.კუნთური მასაც აშკარად მომატებული აქვს და ფიზიკურ ორთაბრძოლებში,ასე ადვილად,ვეღარავინ დაჩაგრავს.აშკარად უმატებს და თვენახევარში,სანაკრებო თამაშებისათვის,კიდევ უფრო უკეთესი იქნება.მთავარია ჯანმრთელად იყოს.
სოსო
21:39 28-01-2024
0
უოტფორდში ჩაკვეტაძე აშკარად ფორმას კრეფს ასე უნდა გააგრძელოს შრომა ინგლისში ამის დაფასება არ ეშლებათ.ფორმის პიკში მალე შევა ჩაკვე.უოტფორდიდან ჯერ არსად უნდა წავიდეს მერე კი აუცილებლად შეამჩნევენ უკეთესი კლუბები.ჩემპიონშიპი საკმაოდ კარგი ლიგაა დიდი სისწრაფეები და საკმაოდ კარგი ტემპია იქ.
ქომაგი
03:20 29-01-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული