მარტო მამარდაშვილი რას გახდებოდა - "ვალენსია" "ატლეტიკოსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 22-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ატლეტიკოსთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, მამარდაშვილმა ორ-ორჯერ ლინოს და გრიზმანის, აგრეთვე, ბარიოსის დარტყმული ბურთები მოიგერია. სადღაც 35-ე წუთისთვის სტუმრებმა თამაში გაათანაბრეს, მეტოქის ნახევარზე აიწიეს, მაგრამ უხიფათოდ უტევდნენ და როდესაც ყველას ეგონა, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდებოდა, ფულკიეს მიერ დატოვებულ ზონაში გრიზმანმა პასი ლინოს გაუკეთა და მან ერთი-ერთზე გიორგის გაუტანა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა. ქართველმა სავიჩის თავური მოიგერია, ცოტა ხანში კი მისი კარი ორი მეტრიდან დეპაიმ დალაშქრა. 71-ე წუთზე გაიასთან ბურთზე ბრძოლისას
მოლინა საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის მერე გააუქმა. დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი არ მოხდა, უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა და მესამე ადგილზე გადავიდა.

მამარდაშვილმა თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: Sofascore 7.8, Whoscored 7.4, flashscore 6.9.

ამით შეწყდა ჩემპიონატზე „ღამურების“ ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია - ოთხი მოგება და ერთი ფრე.

„ვალენსია“ 32 ქულით მერვე პოზიციაზეა და 3 თებერვალს „ალმერიას“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“
ატლეტიკო - ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 ლინო (45+5), 2:0 დეპაი (57)

altმამარდაშვილი ბარბაროსი, უცხოპლანეტელი და მგელია - როგორ შეაფასეს გიორგის თამაში

მკითხველის კომენტარები / 4 /
რადგან დიდი თავი აქვს მამარდამ იდარდოსო. ჰმ,სადაური წესია მაი?
კ ო მ ბ ლ ე
29 იანვარი 2024 11:56
12
ვალენსიამ ორჯერ დატოვა ფლანგი სულ მთლად დაუცველი და ორივეჯერ გოლი მიიღო,საკუთარ კარში.განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველი გოლი.მაგ დროს,ვალენსია პირველად შეეცადა სერიოზულ შეტევაზე გადასვლას,მაგრამ ბურთი აუტში გადავიდა,აუტიდან ბურთი გრიზმანს მიაწოდეს და მანაც საკუთარი ნახევრიდან,ერთი შეხებით,დაუცველად დარჩენილ ფლანგზე,პირდაპირ დასარტყმელ პოზიციაში მიაწოდა ბურთი,ლინოს.მანაც გაიტანა.მეორე გოლის ეპიზოდში,ისევ ფლანგზე თავისუფალ კაცს დიაგონალური პასი მიაწოდეს და მის ჩაწოდებულს,კარის წინ,ორი,სრულიად თავისუფალი კაცი ელოდებოდა.მეკარე აქაც უძლური იყო.მამარდას 7 სეივი უწერია,არ ვიცი ისინიც სეივებად ჩაუთვალეს თუ არა,მაგრამ ორი,საკმაოდ სახიფათო დარტყმა,მამარდამ,საკუთარი მცველებისაგან აიღო.
სოსო
29 იანვარი 2024 02:23
0
ბს-ს.კომენტარი წუხელ გამოვგზავნე,ვიდეო ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დადებული.მერე დაუმატებიათ.
სოსო
29 იანვარი 2024 18:07
0
არ მიყურებია და მადლობა სოსო, მაგრამ აქაც კარგად დაბეჭდეს!
ბს
29 იანვარი 2024 11:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული