ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ყოველთვის ფართოდ აშუქებდა - "ლოკომოტივში", "რუბინში", საქართველოს ნაკრების მატჩზე თბილისში იმყოფებოდა და იური სიომინთან ერთად ქართველი იტალიაშიც მოინახულა. მან "ნაპოლისა" და მისი ერთ-ერთი ლიდერის შესახებ "იუთუბის" არხზე ინტერვიუში ისაუბრა:
"ხვიჩასადმი იყო და რჩება ფენომენალური სიყვარული. მისი და მთელი "ნაპოლის" პრობლემა მიმდინარე სეზონია. როგორც გუნდი, ჩვენ თვალწინ ინგრევა. კონფლიქტებიც და მწვრთნელის შეცვლაც.
უნდა წავიდეს თუ არა ხვიჩა? მისთვის სწორ ატმოსფეროში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, მაგალითად, რუსეთში მოჩანდა, როდესაც "ლოკომოტივში" ასპარეზობდა. იქ ძლიერი გუნდი იყო, ის 17
წლისა ჩამოვიდა და პროგრესი დაიწყო. "რუბინში" პირველ წელს ვითარდებოდა, იზრდებოდა, შემდეგ დაიწყო პრობლემები და ისიც ქვევით დაეშვა.
თუ "ნაპოლი" ისევ ვერ შეძლებს სწორ გზაზე დადგომას, ვფიქრობ, ხვიჩას ისტორიისთვის ურიგო არ იქნება სხვა ლიგაში, სხვა ჩემპიონატში წასვლა. თუმცა, დე ლაურენტისისგან წასვლა ძნელია, ვინაიდან ხუთწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.
ხელფასს ოსტატების დონეზე იღებს? რამდენადაც ვიცი, პირველი ხელშეკრულების მიხედვით, დაახლოებით 1 მილიონ ევროს იღებს. პრინციპში, ეს "ნაპოლისთვის" მომგებიანი გარიგება იყო... თავისუფალ აგენტად აიყვანეს? არა, ბათუმის "დინამოს" გადაუხადეს, იქ რთული გარიგება იყო. 10 მილიონი დაუჯდათ, ახლა კი მინიმუმ 50-60 მილიონი ღირს.
კვარაცხელიაზე იტალიაში ყურმოკვრით იცოდნენ, რომ "აიაქსი" და "ტოტენჰემი" იყვნენ დაინტერესებული. სპალეტი აკვირდებოდა? რ თქმა უნდა, ის კარგად იცნობს რუსეთის პრემიერლიგას.
მგონია, "ნაპოლის" სეზონი ჩაუვარდება და ძნელად წარმოსადგენია ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს. დიდი პრობლემები აქვთ, კიდევ შიდა კონფლიქტები - კვარაცხელიას აგენტის ინტერვიუ, როდესაც ოსიმენს შეეხო, ის კი არ გაჩუმდა.
იციან რა ნეაპოლელების ტემპერამენტი, იტალიაში ვარაუდობდნენ, რომ სკუდეტოს მოპოვების მერე უახლოეს წლებში "ნაპოლის" კატასტროფა ელოდა. ისინი კიდევ ხუთი წელი იზეიმებენ ჩემპიონობას. რატომ გადააყენა დე ლაურენტისმა სპალეტი? გასული წლის მარტში, როდესაც სერია A-ში უახლოეს მეტოქეს 15-20 ქულით გაექცნენ და ჩემპიონთა ლიგაზე "მილანთან" თამაშობდნენ, გუნდში პრობლემები წარმატების "გაყოფის" გამო დაიწყო. დე ლაურენტისი პიარით გაერთო, გუნდის საქმეებში ჩარევა დაიწყო, ჩვენ კი მათ შორის "ზენიტიდან" ვიცით, რომ სპალეტის გასახდელის კონტროლი უყვარს. ეს მისი ტერიტორიაა, ისაა იქ მთავარი.
პრეზიდენტმა გასახდელზე გავლენის მოხდენა დაიწყო. ესაუბრებოდა თუ არა განმარტოებით ფეხბურთელებს? რა თქმა უნდა, იტალიურ პრესაში წავიკითხე, თავადაც ვიცი. სპალეტი ამბობდა, რომ ოსიმენთან და კვარაცხელიასთან კონტრაქტების გაგრძელება იყო საჭირო. იმას გულისხმობდა, რომ ამას იმსახურებდნენ. დე ლაურენტისმა ეს არ გააკეთა. ერთს ჰპირდებოდა და მეორეს აკეთებდა. კიდევ იყო ისტორია პრეზიდენტის გარემოცვის, უცხო ადამიანების გუნდზე გავლენის ზრდასთან დაკავშირებით, რაც სპალეტისთვის პრობლემად იქცა.
აგრეთვე, სპალეტი იმანაც გაანაწყენა, რომ კონტრაქტის ავტომატურად გახანგრძლივებაზე პუნქტი ჰქონდა, ამის თაობაზე კი e-mail-ით აცნობეს. ამან ძალიან გააბრაზა: ეტყობა, ყურადღება სურდა, შეხვედრები".
ხვიჩა მკვეთრად გამოხატული განწყობის ადამიანია. მგონია, რომ აქაც ბოღმიანი პატარა კაცუნას დე ლაურენტისის ხელი ურევია.
რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვოს ნაპოლი კვარამ, მაგრამ დე ლაურენტისი რა კლოუნიც არის, ჩანს უკვე და პატარა შიშიც მაქვს
ასე რომ შემადგენლობის გაძლიერება იყო მარტო საჭირო. მოხდა პირიქით, სპალეტი წავიდა ბანძი ფეხბურთელები ისევ დარჩნენ. და ნაპოლის ეტირა ყოფა, აბა მეორედ როგორ გაუმართლებთ ვინ გააბლატავებთ.
-----------------------
თითქის ნორმალური მსჯელობაა
მარა, ე.წ.პროლოგი - შემთხვევით ჩემპიონობაზე იტალიაში(!!!) - აუუ...
)))
-----------------------
წარმატებული მთავარი მწრთვნელისა და რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის წასვლა გუნდიდან, ადექვატური შევსების გარეშე, ნებისმიერ, მ.შ. დიდ გუნდზე(ც) აისახება ...