უნდა წავიდეს თუ არა ხვიჩა, რატომ ინგრევა "ნაპოლი" და რა იყო სპალეტის განაწყენების მიზეზი - ჟურნალისტი განმარტავს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ყოველთვის ფართოდ აშუქებდა - "ლოკომოტივში", "რუბინში", საქართველოს ნაკრების მატჩზე თბილისში იმყოფებოდა და იური სიომინთან ერთად ქართველი იტალიაშიც მოინახულა. მან "ნაპოლისა" და მისი ერთ-ერთი ლიდერის შესახებ "იუთუბის" არხზე ინტერვიუში ისაუბრა:

"ხვიჩასადმი იყო და რჩება ფენომენალური სიყვარული. მისი და მთელი "ნაპოლის" პრობლემა მიმდინარე სეზონია. როგორც გუნდი, ჩვენ თვალწინ ინგრევა. კონფლიქტებიც და მწვრთნელის შეცვლაც.

უნდა წავიდეს თუ არა ხვიჩა? მისთვის სწორ ატმოსფეროში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, მაგალითად, რუსეთში მოჩანდა, როდესაც "ლოკომოტივში" ასპარეზობდა. იქ ძლიერი გუნდი იყო, ის 17
წლისა ჩამოვიდა და პროგრესი დაიწყო. "რუბინში" პირველ წელს ვითარდებოდა, იზრდებოდა, შემდეგ დაიწყო პრობლემები და ისიც ქვევით დაეშვა.

Sportall.Ge

თუ "ნაპოლი" ისევ ვერ შეძლებს სწორ გზაზე დადგომას, ვფიქრობ, ხვიჩას ისტორიისთვის ურიგო არ იქნება სხვა ლიგაში, სხვა ჩემპიონატში წასვლა. თუმცა, დე ლაურენტისისგან წასვლა ძნელია, ვინაიდან ხუთწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

ხელფასს ოსტატების დონეზე იღებს? რამდენადაც ვიცი, პირველი ხელშეკრულების მიხედვით, დაახლოებით 1 მილიონ ევროს იღებს. პრინციპში, ეს "ნაპოლისთვის" მომგებიანი გარიგება იყო... თავისუფალ აგენტად აიყვანეს? არა, ბათუმის "დინამოს" გადაუხადეს, იქ რთული გარიგება იყო. 10 მილიონი დაუჯდათ, ახლა კი მინიმუმ 50-60 მილიონი ღირს.

კვარაცხელიაზე იტალიაში ყურმოკვრით იცოდნენ, რომ "აიაქსი" და "ტოტენჰემი" იყვნენ დაინტერესებული. სპალეტი აკვირდებოდა? რ თქმა უნდა, ის კარგად იცნობს რუსეთის პრემიერლიგას.

მგონია, "ნაპოლის" სეზონი ჩაუვარდება და ძნელად წარმოსადგენია ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს. დიდი პრობლემები აქვთ, კიდევ შიდა კონფლიქტები - კვარაცხელიას აგენტის ინტერვიუ, როდესაც ოსიმენს შეეხო, ის კი არ გაჩუმდა.

Sportall.Ge

იციან რა ნეაპოლელების ტემპერამენტი, იტალიაში ვარაუდობდნენ, რომ სკუდეტოს მოპოვების მერე უახლოეს წლებში "ნაპოლის" კატასტროფა ელოდა. ისინი კიდევ ხუთი წელი იზეიმებენ ჩემპიონობას. რატომ გადააყენა დე ლაურენტისმა სპალეტი? გასული წლის მარტში, როდესაც სერია A-ში უახლოეს მეტოქეს 15-20 ქულით გაექცნენ და ჩემპიონთა ლიგაზე "მილანთან" თამაშობდნენ, გუნდში პრობლემები წარმატების "გაყოფის" გამო დაიწყო. დე ლაურენტისი პიარით გაერთო, გუნდის საქმეებში ჩარევა დაიწყო, ჩვენ კი მათ შორის "ზენიტიდან" ვიცით, რომ სპალეტის გასახდელის კონტროლი უყვარს. ეს მისი ტერიტორიაა, ისაა იქ მთავარი.

პრეზიდენტმა გასახდელზე გავლენის მოხდენა დაიწყო. ესაუბრებოდა თუ არა განმარტოებით ფეხბურთელებს? რა თქმა უნდა, იტალიურ პრესაში წავიკითხე, თავადაც ვიცი. სპალეტი ამბობდა, რომ ოსიმენთან და კვარაცხელიასთან კონტრაქტების გაგრძელება იყო საჭირო. იმას გულისხმობდა, რომ ამას იმსახურებდნენ. დე ლაურენტისმა ეს არ გააკეთა. ერთს ჰპირდებოდა და მეორეს აკეთებდა. კიდევ იყო ისტორია პრეზიდენტის გარემოცვის, უცხო ადამიანების გუნდზე გავლენის ზრდასთან დაკავშირებით, რაც სპალეტისთვის პრობლემად იქცა.

აგრეთვე, სპალეტი იმანაც გაანაწყენა, რომ კონტრაქტის ავტომატურად გახანგრძლივებაზე პუნქტი ჰქონდა, ამის თაობაზე კი e-mail-ით აცნობეს. ამან ძალიან გააბრაზა: ეტყობა, ყურადღება სურდა, შეხვედრები".

მკითხველის კომენტარები / 31 /
ომი რო არა, ახლაც რუსეთში იქნებოდა. ვინ იცის რამდენი ხვიჩა დაღუპა ჯუღელმა რუსეთში
ლადო
10:13 31-01-2024
23
ხვიჩას რუსული კარიერს პერიოდში,ნობელ არუსტამიანი ყოველთვის გამოირჩეოდა მის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით და კეთილ განწყობით.შესაძლოა ითქვას,სიყვარულით.აღტაცებული იყო მისი თამაშის მანერით და აქ "მოღვაწე""პარტიული გულშემატკივრებისაგან" განსხვავებით,ყოველთვის იცავდა,ტელე ეკრანიდან.რუსეთის ჩემპიონატიდან,ის სპალეტისაც კარგად იცნობდა და საერთოდაც,ჩვენზე მეტ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი.ასე რომ რა გარემოებებსაც ის აღწერს,დარწმუნებული ვარ,სწორი ინფორმაციაა.ისიც სიმართლეა,ნეაპოლელები,5 წელი იზეიმებენო,ჩემპიონობას,რადგან 1964 წელს,დინამოს გაჩემპიონებას,სწორედ ეს მოჰყვა და მეორე სეზონისთვის გუნდის მომზადება,ჩავარდა.
სოსო
09:09 31-01-2024
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული