"შტურმის" მწვრთნელმა კიტეიშვილის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "შტურმის" ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის დამატება ფრანგულ "მეცს" სურს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ავსტრიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეას შიკერმა გააკეთა და განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.

"ეს ჭორია. ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით", - ციტირებს შიკერის სიტყვებს Krone.

შეგახსენებთ, კიტეიშვილს "შტურმთან" მიმდინარე ხელშეკრულება ივნისის თვეში ეწურება. ქართველი ნახევარმცველი ავსტრიულ კლუბს 2018 წელს, თბილისის "დინამოდან" შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ოთარმა გრაცელთა რიგებში 165 მატჩი გამართა, თავი კი 33 გატანილი გოლითა და 30 საგოლე
პასით გამოიჩინა.

altკიტეიშვილის "შტურმმა" 0:3 წააგო, მაგრამ ევროტურნირებზე დარჩა

altL'Équipe: კიტეიშვილს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბი ეპატიჟება

მკითხველის კომენტარები / 1 /
საშუალოზე კარგი სტატისტიკა ქონია ოთარს შტურმში, ყოჩაღ!
ნაკრების სხვა წევრებსაც რომ ასეთი სტატისტიკა ქონდეთ - ავშენდებოდით!
ვაჟა მასწავლებელი
13:57 31-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული