ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან

AutoSharing Option
გუშინ, 1-ელ თებერვალს, "უოტფორდმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ "გენტიდან" გიორგი ჩაკვეტაძე გამოისყიდა. "ირმებმა" ბელგიურ კლუბს ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ 2.5 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

მოგეხსენებათ, 2017 წელს, როცა "დინამომ" ჩაკვეტაძე "გენტში" გაყიდა, რომან ფიფია ტრანსფერს მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდა, რომ გიორგის შემდეგი გაყიდვიდან თბილისური კლუბი "გენტისგან" თანხის 50%-ს მიიღებდა.

რაც იმას ნიშნავს, რომ "დინამო" ტრანსფერიდან 1.25 მილიონ ფუნტს მიიღებს.

შეგახსენებთ, "ჩაკვემ" "უოტფორდთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

altმიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა

alt"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 14 /
უფალი გფარავდეს გიორგი ! წინ საქართველოს სადიდებლად
გელა
02 თებერვალი 2024 20:50
0
ჯვაროსნული ომში მგონია გავუშვით)) გიორგის წარმატებები, როგორც ყველა ქართველ სპორტსმენს
Solo
03 თებერვალი 2024 11:31
0
მაპატიონ დანარჩენებმა, მაგრამ ქართველებიდან ყველაზე მეტად ამ ბიჭს ვგულშემატკივრობ. მუდამ წარმატებები ჩაკვე!
ბენტლი
02 თებერვალი 2024 20:44
1
მეც მასე ვარ მეგობარო. რატომღაც ჩაკვეს განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ.
აბრეზა
03 თებერვალი 2024 09:25
0
როგორც იქნა, აკრიფა ფორმა, ჩვენმა ოქროს ბიჭმა და მოშორდა მაგ გუნდს. ერთი პერიოდი, იმედიც გადამეწურა. მადლობა ვაისს, და დარწმუნებული ვარ ბევრ მადლობას მოვუხდი გიორგის მომავალში.
წარმატებები ჩაკვეეეე!
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
02 თებერვალი 2024 18:32
0
თავი არ დაზოგო ჯიგარო, იმუშავე შენ თავზე.............
საბურთალო
02 თებერვალი 2024 17:56
0
ძაან გამიხარდა ;)
ვვვ
02 თებერვალი 2024 16:16
0
ჩაკვეტაძის გენტში გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. მისი კარიერული შეფერხება გამოიწვია არა ამ ტრანსფერმა, არამედ ტრამვამ. რაც შეეხება თანხის 50 პროცენტს, არა მგონია რომ ეს მართალი ინფორმაცია იყოს. კონტრაქტში ნამდვილად იდო ეს პუნქტი, მაგრამ 50 პროცენტი არარეალური პროცენტია. მაქსიმუმი რასაც თანმხდებიან მყიდველი კლუბები არის 30 პროცენტი. ვფიქრობ რომ ჩაკვეტაძის კონტრაქტშიც მაქსიმუმ 30 პროცენტია მითითებული.
ქუთაისი
02 თებერვალი 2024 12:50
9
რატომ იყო სწორი გადაწყვეტილება ? ჯერ ერთი ბელგიის ჩემპიონატის სიმაგრე არ გაიშვას ! და მერე ტრავმას რაც შეეხება სულაც არ იყო ის ტრავმა რაღცა საშინელება--თანაგუნდელი დაეჯახა აუტზე (გადავარდნილი ბურთი ვერ გაიყვეს@@) იყო პატარა დაზიანება მაგრამ თამაში არანაირად არ შეიძლებოდა და მაინც ათამაშეს და გაუმიზეზდა და ოპერაცია დასჭირდა და ჯერ არ გაუკეთეს კარგა ხანი და რომ გაუკეთეს სადღაც რიგით კლინიკაში დებილ ექიმებთან @ ანუ ფული დაენანათ ისრაელში უმაგრეს კლინიკაში რომ იკეთებენ მუხლის ოპერაციებს ყველა სპორტსმენი და ოპერაციიდან 2-3 კვირაში ლამის ახალი მუხლით რომ თამაშობენ და საერთოდ აღარ აწუხებთ მუხლი იქ არ გაუშვეს @@ და შედეგი ვნახეთ რაც მოხდა @@@
zura222
02 თებერვალი 2024 16:18
0
რა თქმა უნდა ტრავმამაც,მაგრამ უფრო მეტად,მისმა არასწორმა და არასრულმა მკურნალობამ დააკარგვინა დიდი დრო და ჯანმრთელობა.ეს უკვე გენტის სინდისზეა.50%,მეც ცოტა საეჭვოდ მეჩვენება,მაგრამ ჩაკვეც უკვე გაბრწყინებული ტალანტი იყო და მასზე არც გენტი რისკავდა არაფერს.ასე რომ შესაძლოა, ეს პროცენტიც მიეღოთ.
სოსო
02 თებერვალი 2024 15:00
0
ისე რა უსამართლობაა, მე 3 მილიონი ვღირდე და ვიღაცის ჯიბეში მიდიოდეს ის თანხა. მილიონ ნახევარი ჩაივეტაძეს უნდა მისცენ და დინამოს ის ეყოფა, რასაც პატარა ბავშვებისგან ფულს აკეთებენ
მორიელი
02 თებერვალი 2024 12:36
29
არადა როგორ ჭირდებოდა ეხლა ფიფიას ეს თანხა, მოკლედ სულზე მიუსწრო :)
თომა
02 თებერვალი 2024 12:10
1
ფიფიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო,როცა ეს პუნქტი შეიტანა კონტრაქტში,მაგრამ არასწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა,მისი გენტში გაშვება.ჩაკვეს ტრავმამ და მისმა არასწორმა მკურნალობამ,დინამოც დიდად დააზარალა.არა და როგორ გამოადგებოდა ის დაკარგული მილიონები,რასაც ჯანმრთელი ჩაკვეს გაყიდვა მისცემდა დინამოს და გენტს.
სოსო
02 თებერვალი 2024 12:09
3
მაშინ 10-15 მლნ-ზე იყო ლაპარაკი. იმედი მაქვს ის დრო მალე დაბრუნდება და უკეთესიც.
გიზოგ
02 თებერვალი 2024 15:29
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული