კვარაცხელია, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს, მომავალში კი უფრო დიდ კლუბსა და თანაგუნდელებს იმსახურებს!..

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატი 18 აგვისტოს დაიწყება; ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ვერონას" ესტუმრება. "კვარამ" გასული სეზონი 11 გოლითა და 6 საგოლე პასით დაასრულა; ევროტურნირების გარეშე დარჩენილ გუნდში მწვრთნელთა მუდმივი ცვლილება იყო, ჩვენებურის ფლანგზე კი ახალ-ახალ ვარიანტებს განიხილავდნენ...

Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 6 თებერვალს გამოქვეყნდა და გავიხსენებთ სიტუაციას, რომელიც არსებობდა. კვარაცხელიამ "ვერონას" მაშინ გაუტანა, პირველ წრეში კი დუბლი ჰქონდა შესრულებული...

ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი გოლით ყველამ გავიხარეთ. "კვარამ" ისევ ბევრი აალაპარაკა, საუკეთესო დრო გაახსენა. ისე, ქართველ ფეხბურთელს ეს არც აქამდე აკლდა, მისი შედეგიანი
თამაშიც განხილვის საგანია და ნებისმიერი ნაკლებად წარმატებულიც. "ნაპოლის" 77-ე ნომერი "ვერონასთან" ძალიან მონდომებული ვნახეთ. ეს ყველა ეპიზოდში იგრძნობოდა და მთავარი მწვრთნელის მიმართაც შეგვიძლია კომპლიმენტების თქმა - დაგვიანებით, თუმცა სწორი დასკვნები გამოიტანა.

კვარაცხელია კარავაჯოს იმიტომ შეადარეს, ის მინდორზე მოუსვენარი და გამბედავია. ასე იყო მის ყველაზე წარმატებულ სეზონში. ხვიჩა კვირის მატჩშიც ასეთი ვიხილეთ, სჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების, სწამდა, რომ მაინც გაიტანდა და ასეც მოხდა. ჩვენებურის მოწადინება მხოლოდ ამ ასპექტში არ ყოფილა - ერთ ეპიზოდში ჟესუსი ბურთთან ნელა მისვლას და შეტევის ისე წამოწყებას აპირებდა, როცა "კვარამ" მას ბურთი "გამოგლიჯა" და იერიშს სულ სხვა სიმწვავე და მიმართულება მისცა.

Sportall.Ge

77-ე ნომერი თამამად მიდიოდა დრიბლინგებზე და მშვენიერ პასებსაც არიგებდა. იქნებ ხვიჩას დისკვალიფიკაციამ და ცოტათი ამოსუნთქვამ სხვა ენერგია შემატა? - ამის დაშვებაც შეგვიძლია. აუცილებლად აღსანიშნავი ამბავია, რომ ვერონელთა მცველების მხრიდან ზღვარგადასული უხეშობა იშვიათად ვნახეთ. ბოლო დროს სერია "ა"-ში ასე არაა და სასიხარულოა. ასეთ დროს შემტევები საკუთარი უნარების გამოვლენას მეტად ახერხებენ და თამაშიც უფრო სამართლიან პრინციპებზე იგება.

კარგად გამოჩნდა ის, რაზეც მუდმივად ვწერთ: კვარაცხელია საკუთარი თავის სრულყოფაზე მუშაობს და აუმჯობესებს იმ პარამეტრებს, რაც მის პროგრესს სჭირდება. ამის კარგი მაგალითებია უფრო ზუსტი და სრულყოფილი პასები, თავისუფალ ზონებში მოძრაობა თუ დარტყმის დროისა და მიმართულების შერჩევა - გოლი მართლაც იდეალურად ჩაუშვა!.. ვალტერ მაცარი აქ უნდა შევაქოთ. ის რაღაცებს ვარჯიშებზეც იგრძნობდა და ხვიჩას თითქოს დავალება ჰქონდა, კარში მაქსიმალურად ხშირად დაერტყა, რასაც შედეგი მოჰყვებოდა. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ყველაფერი ეს ეგოიზმის ხარჯზე არ მომხდარა, რასაც სიმეონეზე გაკეთებული პასიც ადასტურებს. კიდევ ერთი - ის, რაც მწვრთნელმა თქვა, კარგა ხანია, ვიცით, ხვიჩას ნაკრებში ფორვარდის პოზიციიდან კარგი გოლები გააქვს და მხოლოდ ფლანგზე "გადასროლილი" არ უნდა იყოს.

Sportall.Ge

როგორც კი "კვარას" ცენტრში მეტი თავისუფლება მიეცა და კართან უფრო ახლოს მივიდა, შედეგმაც არ დააყოვნა. ნეაპოლურ კლუბს ნაკლებად ხმაურიანი, თუმცა მშვენიერი ტრანსფერები განუხორციელებია - კარგი იყო ნგონჟი, მაცოკიმ რუი დიდებულად შეცვალა და საკუთარი შესაძლებლობები ლინსდსტრომმაც გამოავლინა. ამასობაში, პოლიტანო ძველებურად სასარგებლო არაა. ასეა თუ ისე, "კვარა" მომავალში უფრო დიდ კლუბსა და თანაგუნდელებს იმსახურებს!.. რაზეც ხვიჩას დაკვირვება მართებდა, მსაჯებთან კამათისას მიღებული გაფრთხილებებია; იმ ფონზე, როცა ჩვენებური პენალტსაც სამართლიანად ითხოვდა და კუთხურსაც, ეს მაქსიმალურად მშვიდად გააკეთა, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობას არ უნდა მოეშვას.

ნორვეგიელი პოზიტიური ფსიქოლოგის, რობერტ ბისვა-დინერის მოსაზრებები საინტერესო და პრაქტიკულია. ის გარკვეული უნარების მუდმივად გაუმჯობესებაზე საუბრობს. ჩვენ ახლა მისი განზოგადება კვარაცხელიაზე შეგვიძლია. პირველია - კარგად შევისწავლოთ ის, რაც გვაშინებს. ხვიჩას მხრიდან ღელვის შემცირება და თავდაჯერების მომატება შევნიშნეთ; მეორე - წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი სცენარი. "რომ ვერ შევძლო?" - ამ შეკითხვის დასმა ბუნებრივია, მთავარი კი იმაზე მუშაობაა, რაც გვაღელვებს; მესამე - პერიოდულად იმის კეთება, რისი გამბედაობაც არ გყოფნის. რაღაც, შესაძლოა, ერთხელ არ გამოვიდეს, მაგრამ შემდეგ მიზანს აუცილებლად მიაღწევ; მეოთხე - დამშვიდების ტექნიკები. სტრესული ფიქრებისგან მაქსიმალური თავდაცვა; მეხუთე - სანდო გარემო და სანაცნობო წრე, რაც წარმატებას მხოლოდ ეხმარება. დაბოლოს - იზეიმოთ თქვენი წარმატება. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რა გამოვიდა და არა - პირიქით. ის ჟესტიც "საჭირო" იყო!..

altგოლი და რა გოლი - კვარაცხელიამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა! [VIDEO]

altმატჩის გმირი იყო - როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "ვერონასთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 40 /
მადლობა ავტორს შინარსიანი ანალიზისთვის! ადამიანი რობოტი არ არის და ყოველთვის ერთ დონეზე ვერ ითამაშებს. სტაბილურობა, გამოცდილებას მოაქვს. ხვიჩას ტალანტის გარდა, განვითარებული აქვს აზროვნება და ეს გადააქცევს მას უდიდეს ფეხბურთელად! პასებს და სიზუსტეს, რაც გააჩნიაა, ხვიჩა მშვენიერია, ჯანო გამახსენა. სხვათა შირის, თუ ცენტში გადმოწევენ, ყიფიანსაც ნახავენ!!!
გიორგი
05 თებერვალი 2024 13:24
5
სიმეონეზე უინტელექტო ფეხბურთელი იშვიათად მინახავს. აი, დააკვირდით, როცა ბურთს იღებს პასს თუ აკეთებს საერთოდ, სადაც არ უნდა მიიღოს ბურთი, მუდმივად კარში ურტყამს. ტიპმა საერთოდ არ იცის პასის გაკეთება. ყველაზე მთავარი: ხვიჩა დაუღეჭავს და ისეთ პასს გაუკეთებს, გოლს გაატანინებს და ვინმეს გახსოვთ, რომ მივიდა კვარასთან და მადლობა გადაუხადა? ლივერპულთან ბავშვობის ოცნება აუხდინა კვარამ და ცარიელ კარში გაატანინა და ერთი მადლიერება არ გამოუხატავს ამ იდიოტს. მაგარი ჩლუნგი ფეხბურთელია.
ბმბ
05 თებერვალი 2024 16:36
6
ეს ის ვერონა არის მილანში ინტერმა მსაჯების დახმარებით ძლივს რომ მოუგო 1:0
555
05 თებერვალი 2024 20:37
5
რაო სანაიამ? ისე რამდენი ხართ სანაიას მიმდევრები?
555-s
06 თებერვალი 2024 12:26
10
წაკითხულის შინაარსს რომ ვერ იგებ, უეჭველი გაქუცული ქოცი ხარ, თორემ ამ ნათქვამში ცუდი რა ეწერა, შე ოროსანო. კრიტიკოსებმა დაწერეს, რომ ვერონასთან გამოუვიდაო ხვიჩას თამაში, რადგან სუსტი გუნდიაო და 555 მა უპასუხა, რომ ეს ის ვერონაა, ინტერმა ძლივს რომ მოუგოო, გაიგე? მეტი არაა ჩემი მტერი. სანაია გჯობია შენ, ის ნათქვამს მაინც იგებს.
ვავა ვავა
06 თებერვალი 2024 13:00
9
არც ერთ ქართველ სპორტსმენს არა ყავს ამდენი ჰეითერი, რამდენიც ხვიჩას!!!
SOS
05 თებერვალი 2024 12:17
7
წარმატებები და მიღწევებით ქართველი ხალხის გახარება, ხვიჩას ფა ყველა ქართველ სპორტსმენს
05 თებერვალი 2024 15:49
3
პატრიარქთან რატომ მიხვედიო, ვერ პატიობენ ნაცები. ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა
ნოდარი
05 თებერვალი 2024 16:54
9
ყველა გამოხმაურება
ძალუან კარგი წერილია. გაიხარე კვარა!
გიორგი
05 თებერვალი 2024 12:53
3
ჩემი აზრით მომავალი წლის ზაფხულში თუ ექნება შემოთავაზება ძლიერი გუნდიდან უნდა დატოვოს ნაპოლი. არაა გამორიცხული თუ საწაული მოხდა ევროპაზე გავედით, წელსაც მიიღოს შეთავაზება აქ თუ გაუშვეს უკვე ესაა საკითხი. მომავალ წელს შეთავაზების შემთხვევაში უნდა წავიდეს
giorgi
05 თებერვალი 2024 13:40
4
საინტერესო სტატიაა.სიამოვნებით გავეცნობოდი,ამ ფსიქოლოგის მეთოდებს.დარწმუნებული ვარ,პრაქტიკულ გამოყენებაში,ძალან ეფექტური იქნება და შიშების დაძლევაში,ბევრს დაეხმარება. ყოველ შემთხვევაში,ჩემი ახლობელი,რომელიც მშენებლობაზე მუშაობდა და სიმაღლეს მიჩვეული იყო,უეცრად,სიმაღლის შიშმა დაზაფრა,ცოტა ხნის შემდეგ,თავს აიძულა და სადაც შეშინდა,სწორედ იქ გაიარა.ამით ფობია,ჩანასახშივე დაამარცხა.ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი იყო,ფსიქოლოგიას სწავლობდა და იქიდან იცოდა.რამდენჯერმე უთქვამს,მაშინვე რომ ვერ გამებედა,მერე უფრო გამიჭირდებოდაო.
სოსო
05 თებერვალი 2024 13:14
3
ამ გოლამდე ბევრჯერ არ გაუმართლა ხვიჩას (სხვა თამაშებშიც) რაც ფსიქოლოგიურად მოქმედებს მოთამაშეზე! ვერონა არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი! მთავარია კარში დაარტყა, თუ გაძლევს ამის საშულაებს მეტოქე-მცველი! ვერონას ერთი მცველი ისე გააბითურა, რომ ეხლაც ეძებს ბურთს, როგორც მაკედონიასთან გაუკეთა და მერე გაიტანა გოლი! ამ თამაშმა გვაჩვენა, რომ ხვიჩა შეიცვალა უკეთესობისკენ! მსაჯს ნაკლებად ეკამათებოდა და პენალტის დანიშვნაც არ გაუპროტესტებია ძალიან! ფსიქოლოგიურად, თუ გამაგრდა ბადალი არ ეყოლება!
მწვრთნელი
06 თებერვალი 2024 10:32
3
ავადაა ერი ავად! კაცმა ულამაზესი გოლი გაიტანა, ითამაშა ლამაზად და ეფექტურად. გამომდგარი აქ და ლანძღავენ. კაცო რამ გაგამწარათ და დაგბოღმათ ამ დონეზე ვერ ვხდები. ითამაშებს დავუკრად ტაში გაგვიხარდეს, ვერ ითამაშებს დავუჭიროთ მხარი და გავამხნევოთ ასე არ ჯობია?!?! ქართველები არ ხართ? რას გავხართ და რას დაგმსგავსათ ამ უბედურმა ცხოვრებამ? რომ კაცზე ასეთი სიძულვილი შეგიძ₾იათ. ჯერ იყოდა ის ჟურნალისტი დედაკაცი გამოვარდა გვარად კლდიაშვილი? კვარა იტალიაში ჩასული არ იყო და დაუწყო აქედან ლანძღვა მაგი ფეხბურთელი არააო, მაგას ძანიოლო ჯობიაო ახლაა და მიმდგარი ერის 50 % ლანძღავს თფუი შეგირცხვათ ნამუსი
mamia
07 თებერვალი 2024 00:37
3
რა გაუწყალეთ გული კვარას? ნათქვამია "ისეთმა ფურმა დამწიხლოს ჩემზე მეტს იწველიდესო",თქვენ რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის,ან საკუთარი თავის და ოჯახისთვის?! მაგრამ თქვენს უმაქნისობას სხვისი კრიტიკით ამართლებთ! მოდუნდით, ნუ დაიძაბებით!!
ზაზა
10 თებერვალი 2024 00:07
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული