ჩაკვეტაძემ ისევ ყვითელი ბარათი მიიღო - "უოტფორდი" თასიდან გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის გადათამაშების მატჩში „უოტფორდი“ გასვლაზე „საუთჰემპტონთან“ 0:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველი შეხვედრა „ვიკარიჯ როუდზე“ 1:1 დასრულდა, დღეს კი მასპინძლები უკეთ გაისარჯნენ, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და შემდეგ ეტაპზე "ენფილდზე" "ლივერპულს" დაუპირისპირდებიან.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სასტარტოში იყო, პირველ ტაიმში ორი სახიფათო მომენტი შექმნა, ზედიზედ მეორე მატჩში მიიღო ყვითელი ბარათი (მეტოქის საჯარიმოში წაიქცა და მსაჯმა ჩათვალა, რომ უსამართლოდ ითხოვდა პენალტს) და 54-ე წუთზე შეცვალეს.

შემდეგ შეხვედრას „უოტფორდი“ 10 თებერვალს ჩემპიონშიფში საკუთარ მოედანზე „ლესტერთან“ გამართავს.

საუთჰემპტონი. „სტ.
მერისი“

საუთჰემპტონი - უოტფორდი 3:0
გოლები: 1:0 მარა (52), 2:0 მარა (58), 3:0 ადამსი (76)

alt"ძალიან მინდა, ეს ქერა ბიჭი ბედნიერ საფეხბურთო ვარსკვლავზე მოხვდეს" - ჩივაძე ჩაკვეტაძეზე

მკითხველის კომენტარები / 3 /
დაცვა კი არა, საბავშვო ბაღია. ძალიან სუსტები არიან.
კოლა
19:10 07-02-2024
1
რეგრესი!!
გიორგი
13:55 07-02-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული